ხელბურთი | დრამა და დასანანი მარცხი ავსტრიასთან
საქართველოს ვაჟ ხელბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის საპლეიოფო შეხვედრაში ავსტრიას უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 25:27 დამარცხდა.
ქართველი ხელბურთელებისთვის ეს ისტორიული პირველი პირველი პლეი-ოფია.
ტიტე კალანდაძის გუნდმა პირველი ტაიმი ფრედ 12:12 დაასრულა. მეორე ნახევარში ავსტრიელები 5-ბურთიანი ფორით წინ გაიჭრნენ. მთელი მეორე ტაიმი გოლების გაცვლით მიმდინარეობდა. საქართველოს ნაკრებს გათანაბრების კარგი შანსები ჰქონდა, თუმცა დამაგვირგვინებელ ფაზაში სიზუსტე აკლდებოდათ, განსაკუთრებით ბოლო 5 წუთში.
ჩვენი რიგებიდან ყველაზე მეტი 8 გოლი გიორგი ცხოვრებაძემ გაიტანა.
აქვე გეტყვით, რომ საპასუხო შეხვედრა 12 მაისს ავსტრიაში გაიმართება, გამარჯვებული მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს.