ტიერი ანრი
Aa
Aa

ანრი: მესიმ მუნდიალი მოიგო - ოქროს ბურთს ის მოიგებს

ტიერი ანრიმ განმარტა, თუ რატომ უნდა მოიგოს მესიმ წლევანდელი ოქროს ბურთი.

„ბევრმა შეიძლება უარყოს ეს, მაგრამ ჩემთვის, თუ მოთამაშე მოიგებს მსოფლიო ჩემპიონატს ისე, როგორც მან მოიგო - ყველაფერი აშკარაა.

ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ იმაზე, რაც მოხდა ფინალში. როგორც ფრანგი, ცოტა იმედგაცრუებული ვიყავი, თუ როგორ დასრულდა ყველაფერი, მაგრამ ვერ ვიტყოდი, რომ მესის გამარჯვება დაუმსახურებელი იყო.

ბევრი ამტკიცებს, რომ ჰოლანდმა ან მანჩესტერ სიტის სხვა მოთამაშეებმა შეიძლება იკითხონ: „რატომ მე არა?" მაგრამ არ შეიძლება ითქვას, რომ არასწორი იქნება, თუ ლეო ოქროს ბურთს მოიგებს.

ლევანდოვსკიზე ვფიქრობ (Covid 19-ის სეზონზე), რომ გამარჯვებას იმსახურებდა. მაშინ თქვეს, რომ ოქროს ბურთის დაჯილდოება არ გაიმართებოდა, მაგრამ ფეხბურთი იყო! რატომ არ მისცეს მას ოქროს ბურთის მოპოვების უფლება“.

– მაშ ვინ უნდა მოიგოს ახლა?

„ჩემი აზრით, მესი. ეს ასეა და ყველაფერი დასრულებულია“.

- თქვა ანრიმ CBS Sports-ის ეთერში.

შეგახსენებთ, რომ ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური საფეხბურთო ჯილდოს გადაცემის ცერემონია 30 ოქტომბერს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“ძალიან ბედნიერი ვარ, ასე უნდა გავაგრძელოთ“ - ხვიჩა უნიონთან მატჩის შემდეგ
“ძალიან ბედნიერი ვარ, ასე უნდა გავაგრძელოთ“ - ხვიჩა უნიონთან მატჩის შემდეგ