ჯეიდონ სანჩო
Aa
Aa

ინგლისში დარჩენის შანსი მცირეა | სანჩოს ზამთარში მანჩესტერის დატოვება უნდა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელი, ჯეიდონ სანჩო ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას კლუბის დატოვებას აპირებს. ინგლისელ შემტევს გუნდის თავკაცთან, ერიკ ტენ ჰაგთან კონფლიქტი აქვს და სათამაშო დრო არ ეძლევა, რის გამოც, „ოლდ ტრაფორდიდან“ წასვლა უნდა.

სანჩოს იმედი აქვს, რომ საფეხბურთო კარიერას ახლიდან დაიწყებს და ძველ დონეს დაუბრუნდება. ცნობილი ჟურნალისტის, ფლორიან პლეტენბერგის მიხედვით, უფრო მეტი შანსია, სანჩო სხვა ევროპულ ქვეყანაში გადავიდეს, ვიდრე ინგლისში დარჩეს. ჯეიდონის გაფორმებით „ბარსელონა“ და „დორტმუნდი“ ინტერესდებოდნენ, მაგრამ ამ მომენტისთვის, „ბლაუგრანაში“ ან „შავ-ყვითლებში“ ტრანსფერი რეალობისგან შორსაა.

პლეტენბერგის ინფორმაციით, სანჩოს ტურინის „იუვენტუსი“ აკვირდება. „ბებერ ქალბატონს“ ინგლისელი ფეხბურთელის იჯარის წესით გადაყვანა უნდა და აპირებს, „წითელ ეშმაკებს“ წინადადებით ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას მიმართოს.

Daily Mail-ის ცნობით, „იუნაიტედს“ სურს, რომ სანჩო ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს გაყიდოს, მაგრამ 60 მილიონის გადახდას არავინ გეგმავს. აქედან გამომდინარე, ინგლისელები იჯარის წესით გაშვებაზეც თანახმა არიან. მეტიც, თუ გარიგება შედგება, „მანჩესტერი“ მზად არის ხელფასის ნაწილი თვითონ დაფაროს.

შეგახსენებთ, რომ კონფლიქტი „არსენალთან“ მატჩის შემდეგ დაიწყო, როდესაც ტენ ჰაგს ჰკითხეს, თუ რატომ არ ათამაშა სანჩო. ნიდერლანდელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ 23 წლის ფეხბურთელმა „მანჩესტერ იუნაიტედში“ ასპარეზობისთვის სათანადო დონე უნდა აჩვენოს, რასაც სანჩოს პოსტი და ვითარების არევა მოჰყვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„იანვარში ილიას არ უნდა ეჩხუბოს“ - მახაჩევი ვოლკანოვსკის პაუზის აღებას ურჩევს
„იანვარში ილიას არ უნდა ეჩხუბოს“ - მახაჩევი ვოლკანოვსკის პაუზის აღებას ურჩევს