იურგენ კლოპი, მოჰამედ სალაჰი
Aa
Aa

„ძლიერი ხასიათის მქონე პირების ყოლა მნიშვნელოვანია“ - კლოპმა სალაჰი დაიცვა

იურგენ კლოპმა ღაზას სექტორის შესახებ მოჰამედ სალაჰის კომენტარებზე ისაუბრა.

„ლივერპულისა“ და ეგვიპტის ნაკრების გარემარბმა რამდენიმე დღის წინ თქვა:

„ღაზას ჰუმანიტარული დახმარება დაუყოვნებლივ უნდა მიეწოდოს. მოვუწოდებ მსოფლიო ლიდერებს, თავიდან აიცილონ უდანაშაულო სულების შემდგომი ხოცვა“.

გარდა ამისა, სალაჰმა ღაზას სექტორის მცხოვრებლებისთვის შემოწირულობაც გაიღო. ეგვიპტელი ამისთვის გააკრიტიკეს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვყავს ძლიერი ხასიათის მქონე პიროვნებები. ამაში ეჭვი არ მეპარებოდა.

მაგრამ ეს არ არის შესაფერისი ადგილი, რომ საფეხბურთო საზოგადოებაში ეს სუპერ სერიოზული თემა განვიხილოთ.

ეს კარგია თქვენთვის (ჟურნალისტებისთვის) - ამ საკითხზე თქვენს აზრს არავინ გეკითხებათ. ვფიქრობ, ეს ოთახის გარეთ უნდა დავტოვოთ.

მე ერთი წამითაც არ შემპარვია ეჭვი მო-ს ხასიათში, მაგრამ ამას მის გზავნილთან საერთო არაფერი აქვს",

- თქვა კლოპმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მასთან ერთად თამაში ყოველთვის სასიამოვნოა - ჩაკვე კვარასა და ნაკრებზე
მასთან ერთად თამაში ყოველთვის სასიამოვნოა - ჩაკვე კვარასა და ნაკრებზე