კარიმ ბენზემა
Aa
Aa

როთენი: ის მინისტრია და მტკიცებულებების გარეშე, სჯობს პირი დახუროს! ბენზემას ოჯახი ჰყავს

ჟერომ როთენმა საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი კარიმ ბენზემას შესახებ მისი სიტყვების გამო გააკრიტიკა.

შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც ბენზემამ შუა აღმოსავლეთში კონფლიქტის ესკალაციის ფონზე ღაზას მაცხოვრებლებს მხარდაჭერა გამოუცხადა, საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჯერალდ დარმანინმა ქარიმს ტერორისტებთან კავშირში ბრალი დასდო.

„მე არ ვარ ქარიმ ბენზემას მეგობარი. მე მივმართავ ბატონ დარმანინს, შინაგან საქმეთა მინისტრს.

უბრალოდ გაჩუმდი! თუ გსურთ ამ თემაზე საუბარი, გთხოვთ მოგვაწოდოთ მტკიცებულებები. თუ მტკიცებულება არ გაქვთ, მე ეს ამაზრზენად მეჩვენება!

ის შინაგან საქმეთა მინისტრია, თავს უფლებას აძლევს, ასე ისაუბროს საფრანგეთის მოქალაქეზე. რა ხდება, საით მივდივართ? ის მინისტრია, ჯანდაბა! ის უბრალოდ ჩემნაირი ფეხბურთელი არ არის. თუ აქვს მტკიცებულება ქარიმ ბენზემასთან დაკავშირებით, მოგვაწოდოს. ის პრობლემას საპირისპიროდ უყურებს. თუ მტკიცებულება არ აქვს, პირი დახუროს! ის არ არის ვალდებული ილაპარაკოს მხოლოდ იმიტომ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრია.

მან უკვე ჩაიდინა რაღაც სისულელე სტად დე ფრანსზე განვითარებული მოვლენების შემდეგ, როდესაც მთელი პასუხისმგებლობა ბრიტანელებს დააკისრა (საუბარია 2022 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ მომხდარ არეულობებზე). მას არასოდეს აუღია პასუხისმგებლობა, არასოდეს მოუხდია ბოდიში ინგლისელებისთვის, თუმცა ის ამაზე პასუხისმგებელი იყო.

თუ თქვენ იყენებთ ასეთ იარლიყებს, ბატონო დარმანინ, მაშინ ის მიმართეთ რეალური საფრთხეებისკენ, რომლებიც ჩვენს საზოგადოებას ემუქრება, ნაცვლად იმისა, რომ ბენზემას შეუტიოთ. მას შვილები და ოჯახი ჰყავს“,

- განაცხადა როთენმა RMC Sport-თან საუბრისას.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ქარიმს ამის მიზეზი ჰქონდა და ჰიმნს ამიტომ არ მღეროდა“ - ბენზემას ადვოკატი
„ქარიმს ამის მიზეზი ჰქონდა და ჰიმნს ამიტომ არ მღეროდა“ - ბენზემას ადვოკატი