კარიმ ბენზემა
Aa
Aa

„ის ძაღლის შვილი არ არის, უფრო უარესია“ - ისრაელის მეკარე ბენზემაზე

ისრაელის ნაკრებისა და „მალიორკას“ ყოფილმა მეკარემ დუდუ ავატმა განმარტა, რატომ უწოდა კარიმ ბენზემას ძაღლის შვილი.

„ბენზემას მისამართით გაკეთებული განცხადების შემდეგ, მე რეალური მუქარები მივიღე.

შაბათს, 7 ოქტომბერს ისრაელში მოკლეს ბავშვები და ქალები, მათ შორის ორსული ქალები. ეს მართლაც შემზარავი იყო.

და თუ ადამიანი ამას არ გმობს, ის არ არის ძაღლის შვილი, უფრო უარესია. ამიტომ მივმართე ბენზემას.

რა თქმა უნდა, ფრონტზე წასასვლელად მზად ვარ. მე უკვე მივმართე და საკუთარი თავი შევთავაზე“,

- ამბობს 46 წლის ავატი.

შეგახსენებთ, რომ ბენზემამ ღაზის სექტორში დაბომბილი საავადმყოფოს შემდეგ, განცხადება გაავრცელა და ისრაელის ქმედება დაგმო:

„ჩვენ ვლოცულობთ ღაზას ხალხისთვის, რომელიც კიდევ ერთხელ გახდა უსამართლო დაბომბვის მსხვერპლი, ისრაელი რომელიც არ ინდობს არც ქალებს და არც ბავშვებს."

ამის შემდეგ, საფრანგეთში და არამარტო, ბენზემას მისამართით დიდი კრიტიკა დაიწყო, რომელიც დღემდე გრძელდება. ქარიმს ბრალი ტერორისტებთან მეგობრობაშიც კი დასდეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ყველა უდანაშაულო მსხვერპლს ვუთანაგრძნობთ“ - უემბლის უარი ისრაელს
„ყველა უდანაშაულო მსხვერპლს ვუთანაგრძნობთ“ - უემბლის უარი ისრაელს