ახალი ზელანდიის დომინაცია | ოლ ბლექსმა არგენტინა დაამარცხა და ფინალშია
Aa
Aa

ახალი ზელანდიის დომინაცია | ოლ ბლექსმა არგენტინა დაამარცხა და ფინალშია

საფრანგეთში მიმდინარე რაგბის მსოფლიო თასის პირველი ფინალისტის ვინაობა ცნობილია. პირველ ნახევარფინალურ წყვილში ერთმანეთს არგენტინა და ახალი ზელანდია დაუპირისპირდნენ და „ოლ ბლექსმა“ მეტოქეს შანსი არ დაუტოვა.

მატჩის პირველი ქულები არგენტინელებმა აიღეს და ემილიანო ბოფელის ჯარიმით დაწინაურდნენ. 8 წუთში, ახალი ზელანდია წინ გავიდა და ლელო უილ ჯორდანმა დადო, რიჩი მუნგამ კი გარდასახვა გაიტანა. „ოლ ბლექსი“ კარგად გამოიყურებოდა და პირველ ტაიმში მეტოქის ჩათვლის მოედანზე კიდევ 2-ჯერ შევიდა - 20:6.

მეორე ნახევარი ახალი ზელანდიის სრული დომინაციით წარიმართა. დასკვნით 40 წუთში არგენტინამ ქულა ვერ აიღო, „ოლ ბლექსმა“ კი 4 ლელო დადო და დამსახურებულად გაიმარჯვა - 44:6.

„ოლ ბლექსის“ მოწინააღმდეგის ვინაობა რამდენიმე საათში გაირკვევა. შაბათს, თბილისის დროით, 23:00-ზე, გასული მსოფლიო თასის ფინალის გამეორებას ვიხილავთ და ინგლისი სამხრეთ აფრიკას დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვალენსიას ლეგენდა: „სამმა ფეხბურთელმა გამაოცა, ერთ-ერთი მამარდაშვილია“
ვალენსიას ლეგენდა: „სამმა ფეხბურთელმა გამაოცა, ერთ-ერთი მამარდაშვილია“