გიორგი ბერიძე
Aa
Aa

სადებიუტო გოლი | გიორგი ბერიძემ თურქეთში გაიტანა

თურქეთის რანგით მეორე დივიზიონის, 1 ლიგას მე-8 ტურში, გიორგი ბერიძის „ქოჩაელისპორი“ საკუთარ კედლებში „ერზურუმსპორს“ დაუპირისპირდა. მატჩი, ფრედ, 1:1 დასრულდა, მასპინძელთა მხრიდან კი თავი ქართველმა შემტევმა გამოიჩინა.

მატჩის მე-12 წუთზე, ბერიძემ მცველების შეცდომით ისარგებლა და საკუთარი გუნდი დააწინაურა. გიორგიმ „ქოჩაელისპორის“ მაისურით სადებიუტო გოლი გაიტანა, თუმცა მისმა გუნდმა უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და „ერზურუმსპორმა“ 50-ე წუთზე გაათანაბრა.

ბერიძემ მოედანზე 74 წუთი გაატარა. იგი ბურთს 30-ჯერ შეეხო, 1 საკვანძო გადაცემა გააკეთა და 17-დან 15 ზუსტი პასი ჰქონდა. გიორგიმ ზუსტად ორჯერ დაარტყა, ბურთი 11-ჯერ დაკარგა, თავად კი მხოლოდ 1 ჩაჭრა მიითვალა.

ცნობისთვის, „ქოჩაელისპორს“ 16 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მეორე პოზიციაზე იმყოფება. ბერიძის გუნდი ლიდერ „ეიუპსპორს“ 2 ქულით ჩამორჩება და მომდევნო მატჩი 21 ოქტომბერს, „ტუზლასპორის“ წინააღმდეგ ელის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნაპოლის ფეხბურთელებმა ახალი Call of Duty ითამაშეს | კვარას გუნდმა მოიგო
ნაპოლის ფეხბურთელებმა ახალი Call of Duty ითამაშეს | კვარას გუნდმა მოიგო