პოლ პოგბა, გრემ სუნესი
Aa
Aa

სუნესი: პოგბა ზარმაცი იდიოტია

ვეტერანი შოტლანიელი ფეხბურთელი გრემ სუნესი, რომელიც ამჟამად ტელეესქსპერტად მუშაობს, პოლ პოგბას შესახებ საუბრობს.

სუნესი ფრანგის ირგვლივ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და მის კარიერაზე ისაუბრა.

„პოლი უაღრესად ნიჭიერი ფეხბურთელია. ის ახლა მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველი უნდა იყოს, მაგრამ ზარმაცია.

გაიხსენეთ ის სტილი, რომლითაც იგი პენალტებს ასრულებდა. მას სურდა იმ პერიოდში შოუს მთავარი ვარსკვლავი გამხდარიყო.

თუ, მას სირბილი მატჩებისას ეზარება, ვარჯიშზეც დაიზარებს.

არც ერთი წამით, არ ვფიქრობ, რომ მისი კრიტიკა უადგილო ან უსამართლოა. პოგბა ზარმაცი იდიოტია",

- თქვა „ლივეპრულის“ ყოფილმა მოთამაშემ.

შეგახსენებთ, რომ პოლ პოგბამ დოპინგის ტესტი ჩააგდო. მისი კარიერა განმეორებითი ტესტის შედეგებზეა დამოკიდებული, რომლის პასუხები 5 ოქტომბერს იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სულშერი: რონალდუს მანჩესტერში დაბრუნება შეცდომა იყო
სულშერი: რონალდუს მანჩესტერში დაბრუნება შეცდომა იყო