ხვიჩა კვარაცხელია, რუდი გარსია, ვინჩენცო მონტეფუსკო
Aa
Aa

„ამით რა იგულისხმა, კვარა არ ვარჯიშობსო?“ - ნაპოლის ექს-მწვრთნელი გარსიაზე

„ნაპოლის“ ყოფილმა ფეხბურთელმა და შემდგომში, ყოფილმა მწვრთნელმა, ვინჩენცო მონტეფუსკომ ჩემპიონთა ლიგაზე „ბრაგასთან“ მატჩის წინ ტელეკომპანია Forza Napoli-ში სტუმრობისას თამაშისადმი მოლოდინებზე ისაუბრა და ასევე „ჯენოასთან“ კვარაცხელია-ძერბინის ცვლილებაზეც დააფიქსირა მოსაზრება.

რა თქვა მონტეფუსკომ:

რას უნდა ველოდოთ „ბრაგასთან“? პროგნოზის გაკეთება რთულია, რადგან ამ დრომდე ვერ დავინახე გარსიას „ნაპოლის“ თამაში: ვერ ვხედავ ლოგიკურ ცვლილებებს, მეჩვენება, რომ ყველაფერი დამახინჯებულია. ძალიან მიჭირს ამის თამაშად აღქმა. მესმის, რომ ახალ მწვრთნელს მოედანზე თავისი ხედვის დანერგვა სურს, გუნდს კი აქვს დავალება, გაიგოს რა უნდა. აშკარაა, რომ მოთამაშეები მონდომებას არ აკლებენ.

ძერბინის შემოყვანა იმით ახსნა, რომ ვარჯიშებზე თავი კარგად წარმოაჩინა, თუმცა „ჯენოა“-„ნაპოლის“ ბოლო წუთებზე კვარაცხელიას შეცვლა და მისი შემოყვანა ჩემთვის აუხსნელია. ამით რა იგულისხმა - რომ ქართველი კარგად არ ვარჯიშობს?

უნდა გავიგოთ, რატომ აღარ შეუძლია გუნდს სრული პოტენციალის გამოვლენა. ერთადერთი ადამიანი, ვისაც სიტუაციის მოგვარება შეუძლია, პრეზიდენტი დე ლაურენტისია. მან აუცილებლად უნდა მოსთხოვოს გარსიას ვარჯიშებისა და თამაშების ანგარიში.

შეგახსენებთ, რომ 4 ტურის შემდეგ „ნაპოლის“ სერია A-ში 7 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-5 პოზიციაზე იმყოფება. რუდი გარსიას გუნდი მომდევნო შეხვედრას დღეს, ჩემპიონთა ლიგაზე გამართავს. „ნაპოლის“ მეტოქე „ბრაგა“ იქნება, მატჩი კი საქართველოს დროით 23:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
GAZZETTA: „დე ლაურენტისი გაბრაზებულია. გარსიას მოკლე დრო აქვს“
GAZZETTA: „დე ლაურენტისი გაბრაზებულია. გარსიას მოკლე დრო აქვს“