იუვენტუსი, პოლ პოგბა
Aa
Aa

პოგბა ტესტს მეორედ ჩაიტარებს - მისი კარიერა ტესტის პასუხზეა დამოკიდებული

როგორც მოგეხსენებათ, პოლ პოგბამ დოპინგ ტესტი ჩააგდო და ამის გამო შესაძლოა ფეხბურთიდან 4 წლით მოკვეთონ.  

შეგახსენებთ, რომ გუშინ ახალი ინფორმაცია გავრცელდა. არის ვერსია, რომ პოგბას ტესტოსტერონის ტესტი საკვების დანამატის გამო ჩაუვარდა, რომელიც მას მისმა ამერიკელმა მეგობარმა ექიმმა ურჩია.

იტალიური მედია ამ საკითხთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციას ავრცელებს. ვიგებთ, რომ ზემოთ აღნიშნული მიზეზიდან გამომდინარე, პოლს ტესტოსტერონზე განმეორებითი ტესტი ჩაუტარდება.

იმ შემთხვევაში, თუ პასუხი კვლავ დადებითი იქნება, „იუვენტუსი“ პოგბას კონტრაქტს გაუწყვეტს, თანაც ისე, რომ არანაირი ფინანსური ვალდებულება არ ექნება.

ამის პარალელურად, 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონი, როგორც უკვე მოგახსენეთ, შესაძლოა ფეხბურთიდან 4 წლით მოკვეთონ. ახლა პოლი 30 წლის გახლავთ და შესაბამისად 4 წლის შემდეგ 34-ის იქნება.

თუ პოგბა ასე დასაჯეს, დიდი ალბათობით ის კარიერას დაასრულებს. 4 წლის განმავლობაში ფეხბურთის გარეშე ის სათამაშო ფორმას მთლიანად დაკარგავს. ასევე გასათვალისწინებელი იქნება მისი მენტალური მდგომარეობაც. საბოლოო ჯამში, პოგბას საფეხბურთო კარიერა ახლა განმეორებითი ტესტის პასუხზეა დამოკიდებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სანტუში გაათავისუფლეს - პოლონეთის ნაკრები ახალ მწვრთნელს ეძებს
სანტუში გაათავისუფლეს - პოლონეთის ნაკრები ახალ მწვრთნელს ეძებს