ლუის რუბიალესი
Aa
Aa

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია ბოდიშს იხდის და რუბიალესის გადადგომას ითხოვს

ლუის რუბიალესის საგა გრძელდება. დღევანდელ დღემდე, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია საკუთარ პრეზიდენტს მხარს უჭერდა, თუმცა დღეს ყველაფერი შეიცვალა.

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია აქვეყნებს ოფიციალურ წერილს, რომელშიც საზოგადოებას ბოდიშს უხდის და რუბიალესის გადადგომას ითხოვს.

მომხდარი ინციდენტის შემდეგ, თავდაპირველად ფედერაცია რუბიალესს მხარს უჭერდა და სწორედ ამის გამო იხდის ბოდიშს. ახლა კი, როგორც უკვე მოგახსენეთ ლუისის გადადგომას ითხოვს.

შეგახსენებთ, რომ რუბიალესს საკუთარი საქმიანობის შესრულება 90 დღით აეკრძალა და სიტუაცია საკმაოდ დაიძაბა. ამ ფაქტის შემდეგ, პრეზიდენტის დედამ შიმშილობა გამოაცხადა და საჯაროდ დააფიქსირა თავისი აზრი. ლუისის დედას სურს, რომ მის შვილს თავი დაანებონ და მუშაობის საშუალება მისცენ.

ასევე შეგახსენებთ, ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც ესპანეთის ქალთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო და დაჯილდოების ცერემონიაზე რუბიალესმა ჰერმოსოს ტუჩებში აკოცა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ასპილიკუეტა: „საქართველოსთან მატჩი ფინალის ტოლფასია, კვარა განსხვავებას ქმნის“
ასპილიკუეტა: „საქართველოსთან მატჩი ფინალის ტოლფასია, კვარა განსხვავებას ქმნის“