დავით ნინიაშვილი
Aa
Aa

5 ახალგაზრდა, ვისაც თვალი უნდა ადევნოთ | ნინიაშვილი AFP-ის რჩეულთა შორის

რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის სტარტი ახლოვდება და გავლენიანმა ფრანგულმა გამოცემამ, AFP-მა ქართველი გულშემატკივრებისთვის საინტერესო სტატია გამოაქვეყნა. AFP-მა დაასახელა 5 ახალგაზრდა მორაგბე, რომლებსაც მსოფლიო ჩემპიონატზე თვალი უნდა ვადევნოთ და ერთ-ერთი მათგანი „ბორჯღალოსნების“ მოთამაშე, დავით ნინიაშვილია.

„ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე აღმაფრთოვანებელი ქართველი უკანახაზელი. გასულ სეზონში, 21 წლის მორაგბემ ფრანგული კლუბის, ლიონისა და საქართველოს ნაკრების მაისურებით, ჯამში 9 ლელო დადო. მან მსოფლიოს საკუთარი თავი 2022 წლის ჩელენჯ თასის ფინალში, მასზე 30 კილოგრამით მძიმე მორაგბის, სამხრეთ აფრიკელ ებენ ეტზებეთის წინააღმდეგ შესრულებული ბოჭვით გააცნო. ტრადიციულად, ბორჯღალოსნები ძლიერი და მძიმეწონოსანი წინახაზელებით არიან სახელგანთქმული, მაგრამ ნინიაშვილი ამ ტრენდს უფრო ათლეტური ფიგურის წყალობით ამსხვრევს და მნიშვნელოვანი წევრია გუნდის, რომელიც მეოთხედფინალს უმიზნებს“, - წერს ფრანგული გამოცემა.

ქართველი მორაგბის გარდა, AFP-ის ყურადღების ცენტრში ჯეკ მორგანი (უელსი), მარკ ნავაქანიტავასე (ავსტრალია), კენან მუდი (სამხრეთ აფრიკა) და ხუან მარტინ გონსალესი (არგენტინა) მოექცნენ.

ცნობისთვის, „ბორჯღალოსნები“ მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე პირველ შეხვედრას 9 სექტემბერს, თბილისის დროით, 20:00-ზე გამართავენ და ავსტრალიას დაუპირისპირდებიან. მეორე ტურში პორტუგალიას შევხვდებით, მესამეში - ფიჯის, ხოლო დასკვნით ტურში - უელსს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
როგორ შეაფასეს მიქაუტაძის თამაში ნიდერლანდურმა მედიამ და აიაქსის ფანებმა
როგორ შეაფასეს მიქაუტაძის თამაში ნიდერლანდურმა მედიამ და აიაქსის ფანებმა