ლუის რუბიალესი
Aa
Aa

რუბიალესი კოცნის შესახებ: ყველაფერი ურთიერთშეთანხმებით მოხდა, სპონტანურად

ლუის რუბიალესმა ჯენიფერ ჰერმოსოს კოცნის შესახებ ისაუბრა.

ამასთან დაკავშირებით ფიფამ ესპანეთის სამეფო ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელი ფეხბურთიდან 90 დღით მოკვეთა.

„20 აგვისტოს მე დავუშვი აშკარა შეცდომები, რასაც გულით ვნანობ. მე ვითხოვე პატიება - ეს საჭირო იყო და ახლა მთელი თავმდაბლობით ვითხოვ კვლავ პატიებას.

ამას უკეთესობისთვის ვაკეთებ. მივხვდი, რომ რაც არ უნდა დიდი სიხარული და ძლიერი ემოციები იყოს, მსოფლიო ჩემპიონატის მოგების შემდეგაც კი, სპორტის ლიდერებისგან სანიმუშო ქცევა არის სავალდებულო, მაგრამ არაადეკვატურად მოვიქეცი.

ამასთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ ბოდიშს ვუხდი ფეხბურთელებს, ფედერაციას და სხვა საფეხბურთო საზოგადოებას, ასევე გულშემატკივრებს და მათ, ვინც შესაძლოა განაწყენებული იყვნენ ჩემი ქმედებებით.

მე უკვე ავხსენი რაც მოხდა და სიმართლე ვთქვი. ეს არის მხოლოდ ჩემი ხედვა სიტუაციის შესახებ, მე მას თავიდანვე ვიცავდი და მომავალშიც დავიცავ.

ყველაფერი ურთიერთშეთანხმებით მოხდა, სპონტანურად - იმ ისტორიულ მომენტში ყველა ბედნიერი ვიყავით. ჩემი მხრიდან არავითარი აგრესია არ ყოფილა, ოდნავი დისკომფორტიც არ შემიქმნია - ორივენი სიხარულისგან ვიყავით გაჟღენთილი.

დღეს ესპანეთის სპორტის ტრიბუნალმა ჩემს წინააღმდეგ საქმე აღძრა, მაგრამ მე საკუთარი თავის დაცვას სიმართლის დასამტკიცებლად გავაგრძელებ“,

- განაცხადა რუბიალესმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დე ლა ფუენტე: „საქართველოსთან და კვიპროსთან კარგად უნდა ვითამაშოთ“
დე ლა ფუენტე: „საქართველოსთან და კვიპროსთან კარგად უნდა ვითამაშოთ“