ჟოაუ კანსელუ
Aa
Aa

კანსელუს ტრანსფერის დეტალები ცნობილია

„მანჩესტერ სიტის“ 29 წლის უნივერსალი ჟოაუ კანსელუ იჯარის წესით „ბარსელონაში“ ითამაშებს. ტრანსფერის გაოფიციალურებამდე მხოლოდ საათები რჩება.

ესპანური Mundo Deportivo, SER Catalunya-ზე დაყრდნობით იუწყება, რომ პორტუგალიელის შესყიდვა სავალდებულო გახდება, თუ „ბარსა“ სეზონის ბოლოს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვდება, ანუ ლა ლიგას ოთხეულში დაასრულებს. ამ შემთხვევაში „ბარსელონას“ კანსელაში 25 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.

ეს თანხა სავალდებულო სახეს მას შემდეგ მიიღებს, როცა „ბარსა“ მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში გავა.

„მანჩესტერ სიტის“ ამ სეზონში პორტუგალიელის იმედი არ აქვს, გუარდიოლა მის ადგილს თავის გეგმებში ვერ ხედავს და ჟოაუს წასვლა უკვე გადაწყვეტილია.

შეგახსენებთ, რომ კანსელუმ გასული სეზონის მეორე ნაწილი „ბაიერნში“ იჯარით გაატარა. მან კლუბში 21 მატჩი ჩაატარა, მაგრამ მიუნხენელებმა მისი 70 მილიონად გამოსყიდვა არ მოისურვეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მორიგი პრობლემა კანონთან - რონალდინიოს კვლავ პატიმრობა ემუქრება
მორიგი პრობლემა კანონთან - რონალდინიოს კვლავ პატიმრობა ემუქრება