ხაბიბ ნურმაგომედოვი
Aa
Aa

ხაბიბის სასაცილო ამბავი | „ვერ გავიგე, კაცების საპირფარეშო რომელი იყო“

MMA-ის ლეგენდარული მებრძოლი, ხაბიბ ნურმაგომედოვი PBD Podcast-ის სტუმარი იყო და ბევრ თემაზე ისაუბრა. პოდკასტის წამყვანის ერთ-ერთი შეკითხვა აშშ-ში, სქესთან დაკავშირებულ საკითხებთან არსებულ ვითარებას ეხებოდა და „არწივმა“ კურიოზი გაიხსენა.

-აშშ-ში, რამდენიმე ასეული სქესი გვაქვს. თქვენთან როგორაა?

„მხოლოდ ორი სქესი არსებობს. ქალი და მამაკაცი. მათ შორის არაფერია. რამდენიმე კვირის წინ, კალიფორნიაში ვიყავი და ყავის მაღაზიაში შევედი. საპირფარეშოში შესვლა ძალიან მომინდა და ვიკითხე, შეიძლებოდა თუ არა. მითხრეს, რომ ეს არანაირ პრობლემას არ წარმოადგენდა და საპირფარეშოსკენ გავემართე. როცა მივედი, ორი კარი დავინახე და ორივეზე ერთი და იგივე რამ ეწერა: ყველა სქესისთვის, ყველა სქესისთვის.

ჩემს თავს ვკითხე, რა ხდებოდა და ვერ მივხვდი, სად უნდა შევსულიყავი. რამდენიმე წამი ვიდექი, ვფიქრობდი, რომელი კარი უნდა გამეღო და ჩემს თავს ვეკითხებოდი, ქალი და მამაკაცი სად არის-მეთქი. საბოლოოდ, დავაკაკუნე, ვიკითხე, შიგნით ვინმე იყო თუ არა და შემდეგ შევედი“.

სხვათა შორის, „არწივს“ კარიერის განახლებაზეც ჰკითხეს და ხაბიბმა განაცხადა, რომ ოქტაგონს არანაირი თანხის შემთხვევაში არ დაუბრუნდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„დამშვიდდი, თორემ სეხუდოსთან, ან დევისთან ვიჩხუბებ“ - ომალიმ დვალიშვილი ისევ არ ახსენა
„დამშვიდდი, თორემ სეხუდოსთან, ან დევისთან ვიჩხუბებ“ - ომალიმ დვალიშვილი ისევ არ ახსენა