პეპ გუარდიოლა, ჰარი მაგუაერი
Aa
Aa

გუარდიოლა: “მაგუაერის ყიდვა გვინდოდა, მაგრამ არ გადავიხადეთ“

მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს, „მანჩესტერ სიტიმ“ ჩვეული აქტიურობა არ გამოავლინა. გუარდიოლას გუნდის ტოპ ტრანსფერი იოსკო გვარდიოლი იყო.

გულშემატკივრები თვლიან, რომ დე ბრუინის ტრავმის შემდეგ, გუნდს ახალი ფეხბურთელი სჭირდება. ამ საკითხთან დაკავშირებით ესპანელმა სპეციალისტმა კომენტარი გააკეთა.

გუარდიოლა:

„ჩვენ ჰარი მაგუაერის ყიდვას ვაპირებდით, მაგრამ მოცემული სატრანსფერო ღირებულების გადახდა არ გვინდოდა. ასევე გვინდოდა კუკურეია, მაგრამ არ გადავიხადეთ. იგივე სიტუაცია იყო ალექსის სანჩესზე. ჩვენ მხოლოდ ისეთ ფეხბურთელში გადავიხდით თანხას, რომლის საფასურიც სამართლიანი იქნება.“

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ სიტი“ ილქაი გიუნდოგანმა დატოვა და გუარდიოლამ ის მატეო კოვაჩიჩით ჩაანაცვლა.

სპორტულ მედიაში აქტიურად განიხილება ის საკითხი, რომ „ქალაქელები“ მიმდინარე სეზონში დასუსტდნენ და ისეთი მძლავრი აღარ იქნება, როგორც ეს გასულ წელს იყო. სწორედ ამ საკითხს გაუსვა ხაზი პეპ გუარდიოლამ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები