ჰარი კეინი
Aa
Aa

კეინის დებიუტი ბუნდესლიგაში | გოლი და საგოლე გადაცემა ვერდერთან

ბუნდესლიგის 2023/24 წლების სეზონი ბრემენში გაიხსნა, სადაც „ვერდერი“ „ბაიერნს“ დაუპირისპირდა. „რეკორდმაისტერის“ გულშემატკივრები ამ მატჩს მოუთმენლად ელოდნენ, რადგან ჰარი კეინის სრულფასოვანი დებიუტი უნდა შემდგარიყო და ინგლისელმა მათი იმედები გაამართლა.

„ბაიერნმა“ დომინანტურ სტილში დაიწყო და კითხვის ნიშნები არ დაუტოვებია. მიუნხენურმა გრანდმა შეხვედრაში ანგარიში მე-4 წუთზე გახსნა. კეინის საგოლე გადაცემით ლეროი სანემ ისარგებლა და საკუთარი გუნდი დააწინაურა. მე-9 წუთზე, „ვერდერმა“ გაიტანა, მაგრამ ფიულკრიგის გოლი თამაშგარე მდგომარეობის გამო გაუქმდა.

„ბაიერნმა“ პირველი ტაიმი 1:0 მოიგო, მეორე ნახევარში კი კიდევ სამი ბურთი შეაგდო. 75-ე წუთზე, ალფონსო დევისის გადაცემით ინგლისელმა სუპერვარსკვლავმა „რეკორდმაისტერის“ რიგებში სადებიუტო გოლი გაიტანა. 90-ე წუთზე, ლეროი სანემ ტომას მიულერის გადაცემის შემდეგ დუბლი გაიფორმა, მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეოთხე წუთზე კი მატის ტელმა გამოიჩინა თავი და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 4:0.

ამრიგად, „ბაიერნმა“ ახალი სეზონი ბრწყინვალედ დაიწყო და სატურნირო ცხრილის ლიდერია. მიუნხენელები მომდევნო შეხვედრა 27 აგვისტოს გამართავენ და „აუგსბურგს“ უმასპინძლებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები