მეისონ გრინვუდი, ბაშაქშეჰირი
Aa
Aa

გრინვუდი და ლო ჩელსო ბაშაქშეჰირში ითამაშებენ

როგორც მოგეხსენებათ, მეისონ გრინვუდი ყველა ბრალდებაში გაამართლეს და ციხიდან გაათავისუფლეს. ინგლისელი ფეხბურთელი თავისუფალი აგენტია, რადგან „მანჩესტერ იუნაიტედმა“ მის დაბრუნებაზე უარი განაცხადა.

თურქული ავტორიტეტული გამოცემა Club Regista საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს. ვიგებთ, რომ გრინვუდი სულ მალე „ბაშაქშეჰირთან“ მოაწერს ხელს და მომავალი სეზონიდან თურქული კლუბის ღირსებას დაიცავს.

ასევე გეტყვით, რომ მეისონთან ერთად „ბაშაქშეჰირში“ კიდევ ერთ ვარსკვლავი ჯოვანი ლო ჩელსო ითამაშებს. წყაროს ცნობით, ორივე ფეხბურთელი თურქეთში, თურქული დროით ღამის 2 საათზე ჩავლენ.

შეგახსენებთ, რომ არგენტინელი ნახევარმცველი „ტოტენჰემის“ საკუთრებაა, თუმცა გასული სეზონი იჯარის წესით „ვილიარეალში“ გაატარა. ჯოვანის „დეზებთან“ კონტრაქტი 2025 წლამდე აკავშირებს. იდენტური სიტუაციაა გრინვუდის შემთხვევაშიც.

ასევე შეგახსენებთ, ინგლისელი შემტევი გასული წლის იანვარში დააკავეს და მას გაუპატიურების მცდელობაში და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებდნენ. გრინვუდი მას შემდეგ დააპატიმრეს, რაც მისმა მეგობარმა გოგონამ, ჰარიეტ რობსონმა ძალადობის ამსახველი ფოტომასალა და აუდიოჩანაწერი სოციალურ ქსელებში გაავრცელა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოფიციალურად - ნეიმარი ალ ჰილალის ფეხბურთელია
ოფიციალურად - ნეიმარი ალ ჰილალის ფეხბურთელია