იანის ანტეტოკოუნმპო
Aa
Aa

იანის ანტეტოკოუნმპო მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს

„მილუოკი ბაქსისა“ და საბერძნეთის ნაკრების სუპერვარსკვლავი, იანის ანტეტოკოუნმპო მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს. „გრიკ ფრიკმა“ სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა და ახსნა, ამ გადაწყვეტილების მიღება რამ განაპირობა.

„ყველამ იცის, ეროვნული ნაკრები როგორ მიყვარს და ეს არასდროს შეიცვლება. NBA-ის სეზონის დასრულების შემდეგ, ჩემი ორგანიზმი ლიმიტამდე მიმყავდა, რათა ვყოფილიყავი კალათბურთელი, რომელიც გუნდს დასახული მიზნების მიღწევაში დაეხმარებოდა.

თუმცა, თვეობით მუშაობისა და სამედიცინო შტაბთან გამართული შეხვედრების შემდეგ, აშკარაა, რომ არ ვარ მზად, იმ დონეზე ვითამაშო, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობის მისაღებადაა საჭირო. ეს ჩემი არჩევანი არ ყოფილა, მაგრამ ერთადერთი ვარიანტია, რათა იმ დონეს დავუბრუნდე, რომლის მისაღწევად ვმუშაობდი. მომხდარით ძალიან იმედგაცრუებული ვარ, მაგრამ ეს გადაწყვეტილება სამედიცინო შტაბთან ერთად მივიღე. ჩემს ორგანიზმს ბიძგს მივცემ, რომ მზად ვიყო მომდევნო მომენტისთვის, როცა ნაკრებში გამომიძახებენ. ჩემი და გუნდის მიზანი 2024 წლის ოლიმპიური თამაშებია და უდიდესი პატივი იქნება, პარიზში ჩემს გუნდთან ერთად ასპარეზობა“.

შეგახსენებთ, რომ საბერძნეთის ნაკრები C ჯგუფში იმყოფება და მისი მეტოქეები იორდანია, აშშ და ახალი ზელანდია არიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კარგი ფეხბურთელია, დრიბლინგით გამოირჩევა“ | ვალბუენა კვარას აქებს
„კარგი ფეხბურთელია, დრიბლინგით გამოირჩევა“ | ვალბუენა კვარას აქებს