გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

ახალგაზრდები, რომლებსაც ლიგა 1-ში უნდა დავაკვირდეთ | მიქაუტაძე ერთ-ერთია

საფრანგეთის ლიგა 1-ის 2023/24 წლების სეზონი 11 აგვისტოს, „ნიცასა“ და „ლილის“ დაპირისპირებით გაიხსნება. ახალი გათამაშების დაწყებამდე, ფრანგულმა გამოცემამ, Maxifoot-მა ის ახალგაზრდა ფეხბურთელები დაასახელა, რომლებსაც მოახლოებულ სეზონში თვალი უნდა ვადევნოთ და ერთ-ერთი „მეცის“ ქართველი შემტევი, გიორგი მიქაუტაძე გახლავთ.

„დასამტკიცებელი სეზონი გიორგი მიქაუტაძისთვის. მისი და გავარდნითა და დაბრუნებით დაღლილი მეცის გულშემატკივრების მთავარი სურვილი სწორედ ესაა. უმაღლეს დივიზიონში დასარჩენად საჭიროა, მიქაუტაძე არ გაქრეს. გიორგიმ ლიგა 2-ის გასულ სეზონში 37 მატჩი ჩაატარა და 23 გოლი და 8 საგოლე გადაცემა მიითვალა. მეცმა ადგილი რომ შეინარჩუნოს, საჭირო იქნება, მან გასულ სეზონში შეგდებული ბურთების ნახევარი მაინც გაიტანოს.

ქართველ თავდამსხმელს, ვისი გადაბირებაც ლაციოს სურდა და 15 მილიონ ევროს იხდიდა, მაგრამ მეცის ლიდერებმა მის გაშვებაზე უარი განაცხადეს, შესანიშნავი შანსი აქვს, საკუთარი რეპუტაცია განიმტკიცოს. თუმცა, კლუბის სატრანსფერო პოლიტიკიდან გამომდინარე, მის მხრებზე უდიდესი წნეხი იქნება“, - წერს ფრანგული გამოცემა.

ცნობისთვის, მიქაუტაძის გუნდი ლიგა 1-ის პირველ ტურში სტუმრად „რენს“ დაუპირისპირდება. მატჩი 13 აგვისტოს, თბილისის დროით, 19:05-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ბავშვებს აჩვენებს, როგორ უნდა მიაღწიონ მწვერვალს“ - კალაძემ კვარაზე ისაუბრა
„ბავშვებს აჩვენებს, როგორ უნდა მიაღწიონ მწვერვალს“ - კალაძემ კვარაზე ისაუბრა