გიორგი მამარდაშვილი, მანუელ ნოიერი
Aa
Aa

როგორი მეკარის ყიდვა უნდა ბაიერნს | ნოიერი შესაძლოა, 2024 წლამდე ვერ დაბრუნდეს

მიუნხენის „ბაიერნი“ დიდი ხანია, მეკარეს ეძებს. „რეკორდმაისტერს“ „ინტერში“ გადასული იან ზომერის შემცვლელის დამატება უნდა და რამდენიმე კანდიდატს განიხილავს, რომელთა შორის „ვალენსიას“ ქართველი ფეხბურთელი, გიორგი მამარდაშვილიცაა.

„ბაიერნის“ გეგმებთან დაკავშირებით, უცხოურ პრესაში ახალი ინფორმაცია გავრცელდა. გერმანელი ჟურნალისტების, ფილიპ კესლერისა და მანუელ ბონკეს ცნობით, „რეკორდმაისტერი“ ეძებს მეკარეს, რომელსაც აქვს ხარისხი, რათა ნომერ პირველი გახდეს, მის სანაცვლოდ დიდი თანხის გადახდა არ მოუწევს და პრობლემებს არ შექმნის, როცა მანუელ ნოიერი დაბრუნდება და სათადარიგოთა სკამზე აღმოჩნდება.

კითხვის ნიშნები გაჩნდა ნოიერის დაბრუნებასთან დაკავშირებით. BILD-ის მიხედვით, „ბაიერნის“ ხელმძღვანელები შიშობენ, რომ არის შანსი, გერმანელმა მეკარემ 2023 წელს ვერ ითამაშოს და გაისად დაბრუნდეს. იწერებოდა, რომ ნოიერი მოედანზე გასვლის უფლებას რამდენიმე კვირაში მიიღებდა, მაგრამ მისი კონდიციები არ გაუმჯობესებულა და როგორც ჩანს, ვითარება შეიცვალა.

„რეკორდმაისტერის“ ნომერ პირველი მეკარის სარეაბილიტაციო პერიოდის გაჭიანურება გუნდს რთულ მდგომარეობაში აყენებს. „ბაიერნს“ მისი დროებითი შემცვლელი სჭირდება და ტრანსფერის გასაჩარხად 3 კვირაზე ოდნავ მეტი რჩება. გერმანული პრესის მიხედვით, „რეკორდმაისტერის“ მთავარი სამიზნე „სევილიას“ მეკარე, იასინ ბონოა. მეორე დავიდ რაია იყო, რომელიც „არსენალში“ გადადის, მესამე კი მამარდაშვილია და შესაძლოა, გიორგის ტრანსფერი ისევ აქტუალურ თემად იქცეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ტრანსფერი ლიონში? ყველაფერს მალე ვნახავთ“ - დინამოს მწვრთნელი საზონოვზე
„ტრანსფერი ლიონში? ყველაფერს მალე ვნახავთ“ - დინამოს მწვრთნელი საზონოვზე