ნეიმარი, ნასერ ალ-ხელაიფი
Aa
Aa

LEQUIPE: ნეიმარმა პსჟ-ის ხელმძღვანელებს ბარსელონაში გაშვება მოსთხოვა

ბრაზილიის ნაკრებისა და პსჟ-ის შემტევს, ნეიმარს მიმდინარე ზაფხულში პარიზული კლუბის დატოვება და „ბარსელონაში“ დაბუნრება სურს. გავლენიანი ფრანგული გამოცემა L'Equipe-ის ცნობით, ფეხბურთელმა ამის შესახებ კლუბის ხელმძღვანელებს უკვე აცნობა.

იწერება, რომ ნეიმარი პირადად ნასერ ალ-ხელაიფის შეხვდა და საკუთარი სურვილის შესახებ განუცხადა. ფეხბურთელი იმედოვნებს, რომ კლუბის ხელმძღვანელები მის თხოვნას დააკმაყოფილებენ.

აღსანიშნავია, რომ 30 წლის შემტევმა ამის გადაწყვეტილება წინასასეზონო ტურნირიდან დაბრუნების შემდეგ მიიღო და მას მხარს ოჯახიც უჭერს.

ნეიმარი იმედგაცრუებულია მიმდინარე წლის მაისში, მის საცხოვრებელ სახლთან პსჟ-ის ულტრასების პროტესტით, რა დროსაც ფანები მის წასვლას ითხოვდნენ. L'Equipe-ის მტკიცებით, ფეხბურთელი პროტესტის ფორმით იმედგაცრუებულია და პარიზში თავს დაცულად არ გრძნობს.

შეგახსენებთ, რომ ნეიმარი პსჟ-ში სწორედ „ბარსელონიდან“ 2017 წელს გადავიდა, მანამდე კი „ბლაუგრანასთან“ ერთად რამდენჯერმე ლა ლიგა მოიგო, ერთხელ კი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულიც გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
7 აგვისტოს სატრანსფერო ზონა
7 აგვისტოს სატრანსფერო ზონა