კონფერენს ლიგა, თბილისის დინამო, ზორან მარუშიჩი
Aa
Aa

ზორან მარუშიჩი : „ხვალ უკეთ თამაშს ვგეგმავთ ვიდრე მალტაში“

კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე წრეში თბილისის „დინამო“ მალტურ „ჰამრუნს“ დაუპირისპირდება.

დინამო არენაზე გასამართი მატჩის წინ თბილისელთა სერბმა ფორვარდმა ზორან მარუშიჩმა კომენტარი გააკეთა.

„გუნდში კარგი განწყობაა, ამაზე თასზე მოგებამაც დადებითი გავლენა იქონია. ხვალ კი იმაზე უკეთ თამაშს ვგეგმავთ, ვიდრე მალტაში. მთელი გუნდი ვემზადებით საკუთარი თავის კარგად წარმოსაჩენად. დღეს შეიძლება ოპტიმალურ ფორმაში არ ვარ. ჯერ ნახევარი სეზონი გავიდა, მაქსიმალურად ვშრომობ იმისთვის, რომ თავი საუკეთესოდ წარმოვაჩინო.“ - განაცხადა მარუშიჩმა

შეგახსენებთ, რომ მალტაში გამართულ შეხვედრაში გამარჯვება მასპინძლებმა იზეიმეს. მარუშიჩის გოლს „ჰამრუნის“ ფეხბურთელმა მბონგმა დუბლით უპასუხა და მატჩი ანგარიშით 2:1 დაასრულა.

ხვალინდელი დაპირისპირება 20:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებელი შემოგთავაზებთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჰამრუნის თავკაცი: „ყველაფერი ხვალინდელ მატჩში გადაწყდება“
ჰამრუნის თავკაცი: „ყველაფერი ხვალინდელ მატჩში გადაწყდება“