ლივერპული, პსჟ, კილიან მბაპე
Aa
Aa

მბაპე ენფილდზე? - ლივერპული პსჟ-სთან მოლაპარაკებაშია

Mirror-ის ინფორმაციით, „ლივერპული“ პსჟ-სთან კილიან მბაპეს ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებას აწარმოებს. ინგლისურ კლუბს მბაპესთან ერთწლიანი საიჯარო ხელშეკრულების გაფორმება სურს, რომლის დასრულების შემდეგ მბაპეს ოცნების ასრულების შანსი ექნება, რაც მადრიდის „რეალში“ გადასვლას გულისხმობს.

მბაპეს თაობაზე არაერთი ინფორმაცია გავრცელდა. ფეხბურთელმა საუდის არაბეთში თამაშზე უარი თქვა და შესაძლოა კარიერა მადრიდის „რეალში“ მიმდინარე ზაფხულში გააგრძელოს, თუმცა ესპანური გრანდისთვის ფრანგის ყიდვა რთული ამოცანაა, „ლივერპული“ კი ფეხბურთელს გამოსავალს სთავაზობს, რაც ერთწლიან იჯარას გულისხმობს, თუმცა რთული წარმოსადგენია, საიჯარო ხელშეკრულება პსჟ-სთვის ფინანსურად საინტერესო წინადადება იყოს, მბაპეს კლუბთან კონტრაქტი 2014 წლის ზაფხულში ეწურება.

MARCA-ს ინფორმაციით, პსჟ მადრიდის „რეალისგან“ კილიან მბაპეს სანაცვლოდ თითქმის 250 მილიონ ევროს ითხოვს. მადრიდულ გრანდს სატრანსფერო თანხის შემცირება სურს, „სამეფო კლუბის“ განზრახვა ამ თანხის შემცირებაა. როგორცMARCA-მ დაწერა, პსჟ 250 მილიონს ითხოვს, „რეალი“ კი ამ თანხის გადახდას არ აპირებს.

მბაპეს საკუთარ რიგებში ხილვა „ალ-ჰილალს“ სურდა და კლუბის დელეგაცია პარიზშიც იმყოფებოდა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, „პარკ დე პრენსის“ ბინადრები დარწმუნებული არიან, რომ მბაპეს „რეალთან“ შეთანხმება აქვს დადებული, რომლის მიხედვითაც, 2024 წელს, „სამეფო კლუბის“ მოთამაშე გახდება. კილიანი პსჟ-სთან კონტრაქტს სწორედ ამიტომ არ ახანგრძლივებს. კლუბის მიზანია, მბაპე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას გაყიდონ ან იგი ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე დაიყოლიონ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები