თბილისის დინამო, წყალტუბოს სამგურალი, თბილისის ლოკომოტივი, თბილისის ირაო, ტყიბულის მეშახტე, ხობის კოლხეთი
Aa
Aa

დინამომ ლოკოს მოუგო - წინ ჰამრუნთან საპასუხო მატჩია

საქართველოს თასის გათამაშების 1/8-ფინალში თბილისის „ლოკომოტივი“ „მიხეილ მესხის“ სათადარიგო მოედანზე თბილისის „დინამოსთან“ 0:1 დამარცხდა. მატჩის ერთადერთი გოლი ოსეი ბარნსის ანგარიშზეა, საგოლე პასი იმრანმა შეასრულა.

გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი შემდეგ მატჩს კონფერენს ლიგაზე ჩაატარებს. მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე მალტურმა „ჰამრუნმა“ ქართულ კლუბს 2:1 მოუგო. საპასუხო მატჩი 3 აგვისტოს „დინამო არენაზე“ გაიმართება, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

საქართველოს თასის კიდევ სამი მერვედფინალური შეხვედრა გაიმართა. ხობის „კოლხეთი“ განმუხურში წყალტუბოს „სამგურალთან“ 1:3 დამარცხდა. მასპინძლებმა ანგარიში მე-7 წუთზე გახსნეს, გიგა ამბროლაძემ გაიტანა. პირველი ტაიმის დამატებულ წუთზე ნიკა ხორხელმა ანგარიში გაათანაბრა, 54-ე წუთზე ლუკა ხორხელმა სტუმრები დააწინაურა. მატჩის საბოლოო ანგარიში „სამგურალის“ ლეგიონერის, შარბელ გომეზის აქტივშია.

ქედის „ბეთლემი“-ფოთის „კოლხეთის“ შეხვედრა 1:2 დასრულდა. მე-17 წუთზე სტუმრები დათა სიჭინავამ დააწინაურა. მე-40 წუთზე ტატო აბუსელიძემ ანგარიში გაათანაბრა. გამარჯვების გოლი 61-ე წუთზე ანატოლი მესიაჩენკომ შეაგდო.

დავით დიღმელაშვილის გაწვრთნილმა თბილისის „ირაომ“ კასპში ლადო ბურდულის გაწვრთნილ ტყიბულის „მეშახტეს“ პენალტების სერიაში მოუგო. მატჩის ძირითადი დრო 0:0 დასრულდა, მე-100 წუთზე ნიკო გოჩოლეიშვილმა ანგარიში გახსნა. მეორე დამატებითი დროის მე-5 დამატებულ წუთზე იოსებ მოლაშვილმა „მეშახტე“ მარცხისგან იხსნა, თუმცა საბოლოოდ პენალტების სერია ირაოს გამარჯვებით 6:5 დასრულდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები