სალერნიტანა, გიორგი კვერნაძე, ფროზინონე
Aa
Aa

საგოლე კომბინაცია განავითარა - კვერნაძის კარგი თამაში სალერნიტანასთან

„ფროზინონეს“ ქართველი გარემარბი გიორგი კვერნაძე მცირე ტრავმის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა და „სალერნიტანასთან“ ამხანაგურ შეხვედრაში ცვლილებაზე ითამაშა. 20 წლის ქართველი ტალანტი თამაშში მე-60 წუთზე ჩაერთო.

78-ე წუთზე „სალერნიტანას“ შეტევა კვერნაძემ განავითარა, გარიტანოს მისამართით კარგი პასი შეასრულა, რომელმაც საჯარიმოში შეირბინა და შეტევა ფრანჩესკო გელის გოლით დასრულდა.

86-ე წუთზე დიეგო ვალენსიამ ანგარიში გაათანაბრა, შეხვედრა 1:1 დასრულდა.

შეგახსენებთ, 15 ივლისს გიორგი კვერნაძემ იტალიურ კლუბში პირველი მატჩი ჩაატარა და არაოფიციალური დებიუტი გოლით აღნიშნა, ქართველი შემტევი სამოყვარული გუნდთან შეხვედრაში სათადარიგოთა სკამზე იჯდა, თამაშში მეორე ტაიმში ჩაერთო, 52-ე წუთზე საჯარიმოში შეიჭრა, მეტოქის სამ ფეხბურთელს შორის მოქცეულმა მეკარეს დაბალ კუთხეში გაუტანა. ამავე შეხვედრაში მცირე ტრავმის გამო შეცვალეს, რამდენიმე დღე გაუცდა, თუმცა დაბრუნდა და დღეს „სალერნიტანას“ წინააღმდეგ მე-60 წუთიდან ითამაშა.

შეგახსენებთ, GOAL-ის იტალიურმა ვერსიამ „ფროზინონეს“ ქართველ ახალწვეულზე, გიორგი კვერნაძეზე დაწერა. GOAL-მა ახალგაზრდა გარემარბი მოკლედ დაახასიათა და კვერნაძე საკუთარ მკითხველს ახლოდან გააცნო.

GOAL: „2003 წელს დაბადებული შემტევი იტალიაში, ხვიჩა კვარაცხელიასავით, საქართველოდან გადავიდა და თანამემამულის მსგავსად, შეეცდება, თავი გამოიჩინოს. კვერნაძე ხვიჩას პოზიციაზე თამაშობს და მარცხენა გარემარბია. საქართველოში, ძირითადად მარცხენა ფლანგზე ასპარეზობდა, მაგრამ იყო შემთხვევები, როცა ცენტრფორვარდად და მეორე თავდამსხმელად ითამაშა. კვერნაძე ინდივიდუალური ტექნიკით, სწრაფი აჩქარების უნარითა და სისწრაფით გამოირჩევა, რაც საშუალებას აძლევს, ფლანგიდან ცენტრისკენ შეიწიოს ან ჩაწოდება განახორციელოს. გიორგი პატარა კლუბში გადავიდა, რამაც შესაძლოა, ადაპტაციის პროცესისას პრობლემები განაპირობოს, თუმცა არაა გამორიცხული ის სერია A-ს ახალი სიურპრიზი გახდეს“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები