საქართველოს 20-წლამდე გოგონათა ნაკრები რუმინეთთან დამარცხდა
Aa
Aa

საქართველოს 20-წლამდე გოგონათა ნაკრები რუმინეთთან დამარცხდა

საქართველოს 20-წლამდე გოგონათა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონის გათამაშებაში ჩაერთო. ქართველმა კალათბურთელებმა პირველი შეხვედრა რუმინეთის წინააღმდეგ გამართეს და 44:102 დამარცხდნენ.

რუმინელებმა პირველი მეოთხედი 28:9 მოიგეს. მეორე ათწუთეულში მათ 21 ქულა ჩააგდეს, ქართველებს კი მხოლოდ 10 ქულა ჩააგდებინეს და დიდ შესვენებაზე 30-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ - 49:19. მატჩის სცენარი არც მეორე ტაიმში შეცვლილა. რუმინეთმა მესამე მეოთხედი 24:15, ხოლო ბოლო პერიოდი 29:10 მოიგო.

საქართველოს 20-წლამდე ნაკრების რიგებში 10-ქულიანი ნიშნული მხოლოდ თამარ პაპუაშვილმა გადალახა და 16 ქულა დააგროვა. კესო ბარბაქაძეს 6 ქულა ჰქონდა, სალომე სვანმა და ეკატერინე წივწივაძემ კი 5-5 ქულა დააგროვეს.

ცნობისთვის, საქართველოს 20-წლამდე გოგონათა ნაკრები მეორე შეხვედრას 30 ივლისს გამართავს და საბერძნეთს დაუპირისპირდება, ბოლო ტურში კი ირლანდიას გაეჯიბრება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რუდი გარსიას ტაქტიკური გეგმები | აპირებს, კვარა უფრო აქტიურად გამოიყენოს
რუდი გარსიას ტაქტიკური გეგმები | აპირებს, კვარა უფრო აქტიურად გამოიყენოს