ტორპედო, ქუთაისის ტორპედო, აქტობე, სტივ კინი
Aa
Aa

ტორპედოს მწვრთნელი: „არ ვფიქრობ, რომ ჩვენთვის ყველაფერი უკვე დასრულდა“

სარაევოს ბარიერის გადალახვის შემდეგ, კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე, ქუთაისის ტორპედოს მეტოქე ყაზახური აქტობეა, რომლის წინააღმდეგაც,  რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გამართული მატჩი ანგარიშით - 1-4 დათმო. ტორპედოს მხრიდან, 89-ე წუთზე, ერთადერთი გოლის ავტორი გიორგი არაბიძეა.

მატჩის დასრულების შემდეგ, ტორპედოს მთავარმა მწვრთნელმა შეხვედრა შეაფასა.

სტივ კინი (ტორპედოს მთავარი მწვრთნელი):

ასეთ შედეგს არ ველოდით, მეორე ტაიმში აქტიურად დავიწყეთ და კარგი შეტევებიც გვქონდა , ამ შეტევებს მოჰყვა შანსები, რომელიც ვერ გამოვიყენეთ. მეტოქის კარგი თამაში აუცილებლად აღსანიშნია.

საბოლოო ჯამში, შეტევით ფაზაში სუსტები აღმოვჩნდით და სცენარი ჩვენი გეგმის მიხედვით, ფაქტია, არ წავიდა. რეალურად, ჩვენი შეტევითი პოტენციალი ფლანგები უნდა ყოფილიყო. ამის გარდა, აქტობეს ტაქტიკური ცვლილებები ჰქონდაც, რამაც ლოგიკურად, ასეთი შედეგები გამოიწვია. თუმცა, არ ვფიქრობ, რომ ჩვენთვის ყველაფერი უკვე დასრულდა. საპასუხო მატჩში მოგვიწევს, რომ  პირველი გოლი ჩვენ გავიტანოთ. ეს, ამ შეხვედრის, აუცილებელი გეგმა იქნება, მითუმეტეს, როცა სახეზე ასეთი შედეგი გვაქვს. ვეცდებით, რომ გასვლით მატჩში პრობლემებზე ვიმუშავოთ და მეტად შემტევი ფეხბურთი ვითამაშოთ. ამ წუთიდან, ჩვენი ყურადღება ამ მატჩისკენ მაქსიმალურად მიიმართება.

ტორპედოს ცვლილებები თამაშის სცენარს მოჰყვა და ითამაშა ყველა იმ ფეხბურთელმა, ვინც ამ მატჩისთვის მზად იყო. ვიტყვი, რომ ეს შედეგი მთელი გუნდისაა და არა დავუშვათ, დაცვის პრობლემების ან რომელიმე, სხვა რგოლის.

არასოდეს გამიკრიტიკებია მსაჯები და მათი გადაწყვეტილებები. ამას არც ახლა ვაპირებ.

დამარცხების შემდეგ, მიზანი ბევრად ცხადია ხოლმე, რაც ჩვენთვის მოედანზე გასვლა და გოლების გატანაა.

აღსანიშნავია, რომ მატჩის წინ აქტობეს საქართველოს საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნა, ქართული მხარის დახმარებით მოხერხდა და ქუთაისს უშუალოდ მატჩის დღეს ესტუმრა. 

აქტობესა და ტორპედოს საპასუხო მატჩი ქალაქ აქტობეს ცენტრალურ სტადიონზე 3 აგვისტოს, თბილისის დროით 20:00 საათიდან შედგება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საქართველოს აღზევება | GOAL-ის სტატია ქართული ფეხბურთის პროგრესზე
საქართველოს აღზევება | GOAL-ის სტატია ქართული ფეხბურთის პროგრესზე