ლივერპული, რეალი, ბაიერნი
Aa
Aa

ლივერპულის და ბაიერნის ინტერესი - ჩუამენი გრანდების რადარზე

სატრანსფერო ფანჯარა კულმინაციას უახლოვდება. ყველა გუნდი გაძლიერებას ცდილობს. გამონაკლისი არც „ლივერპული“ და მიუნხენის „ბაიერნი“ არიან.

მერსისაიდული გრანდი 2 ნახევარმცველის დაკარგვის წინაშე დგას. საუდის არაბეთში დიდი ალბათობით ფაბინიო გადავა, ხოლო საუბარი მიმდინარეობს ჯორდან ჰენდერსონის ტრანსფერზეც.

აქედან გამომდინარე, იურგენ კლოპს მათი სრულფასოვანი შემცვლელი სჭირდება და თვალი აურელინ ჩუამენის დაადგა, რომელიც მადრიდის „რეალში“ ამ მომენტისთვის ძირითადი შემადგენლობის წევრად არ განიხილება.

რაც შეეხება „ბაიერნის“ ინტერესს, ტრანსფერის ინიციატორი ტომას ტუხელია, რომელიც ფრანგ ფეხბურთელს პირადად ესაუბრა და მისი პროექტის შესახებ გააცნო.

ამ ყველაფრის პარალელურად, AS.Com წერს, რომ „სამეფო კლუბი“ საკუთარი ფეხბურთელის გაშვებას არ აპირებს და პირიქით, აურელინის იმედი აქვთ. აქედან გამომდინარე, როგორც აღნიშნული გამოცემა წერს „ბაიერნის“ და „ლივერპულის“ ქმედებებს აზრი არ აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ასტანა უფრო მაღალი დონის გუნდია, მაგრამ ორივე გუნდს 1 პრობლემა აქვს
ასტანა უფრო მაღალი დონის გუნდია, მაგრამ ორივე გუნდს 1 პრობლემა აქვს