„პარი სენ ჟერმენში“ იბრაჰიმოვიჩის შემცვლელად ბენზემას განიხილავენ
Aa
Aa

„პარი სენ ჟერმენში“ იბრაჰიმოვიჩის შემცვლელად ბენზემას განიხილავენ

„პარი სენ ჟერმენის“ თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი, „მილანში“ გადასვლასთან ძალიან ახლოსაა. შვედი არაერთხელ შეხვდა კლუბის მესვეურებს კონტრაქტის გაწყვეტის თაობასთან დაკავშირებით და როგორც ჩანს, მხარეები შეთანხმებასთან ახლოს არიან.

„Bleacher Report“-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფრანგულმა კლუბმა იბრაჰიმოვიჩის შემცვლელის ძიება უკვე დაიწყო. „პარი სენ ჟერმენის“ პრეზიდენტს ნასერ ალ-ხელაიფის, შვედის ჩანაცვლება მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელით, კარიმ ბენზემათი სურს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები