ვაკო ყაზაიშვილი
Aa
Aa

ვაკომ გაიტანა - ულსან ჰიუნდაი სუვონთან დამარცხდა

K ლიგის 23-ე ტურში ულსან „ჰიუნდაი“ „სუვონს“ ესტუმრა და 3:1 დამარცხდა. სამწუხაროდ, ძირითად შემადგენლობაში ვაკო ყაზაიშვილი არ მოგვევლინა.

მატჩი საკმაოდ თანაბარ ბრძოლაში წარიმართა, მაგრამ უფრო ზუსტი მასპინძელთა ფეხბურთელები იყვნენ. ანგარიში პირველი ტაიმის მე-40 წუთზე გაიხსნა და ასეც დასრულდა.

მეორე ტაიმში მინდორზე ქართველი ფეხბურთელი გამოჩნდა, რომელიც შეხვედრაში საკმაოდ აქტიურად ჩაერთო. მიუხედავად ამისა, „ჰიუნდაის“ გოლი მაინც ვერ გაჰქონდა. 74-ე და 90-ე წუთებზე „სუვონმა“ ისევ გაიტანა და 3:0 დააფიქსირა.

მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, პრესტიჟის გოლის გატანა სწორედ ვაკო ყაზაიშვილმა მოახერხა, რომლისთვისაც მიმდინარე სეზონში ეს მე-11 გოლია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვალენსიას მოთხოვნა ცნობილია - BILD მამარდას ბაიერნში შესაძლო ტრანსფერზე
ვალენსიას მოთხოვნა ცნობილია - BILD მამარდას ბაიერნში შესაძლო ტრანსფერზე