17-წლამდე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი, საქართველოს ძალოსანთა ნაკრები, საბა ადამია, ირაკლი ვეკუა, გივი დარსაველიძე
Aa
Aa

მედლების წვიმა მოლდოვიდან! - ევროპის ჩემპიონატი საქართველოს ტრიუმფით დაიხურა

მოლდოვაში მიმდინარე ჭაბუკ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი საქართველოს ნაკრების ტრიუმფით დაიხურა. დასკვნით დღეს, საქართველოს დელეგაციისთვის, საბა ადამიას მიერ მოპოვებულ სამ ოქროს მედალს კიდევ 5 მედალი შეემატა - 3 ოქრო და 2 ვერცხლი.

17-წლამდე ძალოსანთა შორის 102+ კგ. წონით კატეგორიაში საქართველოს სახელით ირაკლი ვეკუა და გივი დარსაველიძე წარდგნენ და ჩვენდა სასიხარულოდ, პირველი და მეორე ადგილები გაინაწილეს.

ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ზურაბ ანთაურის ხელმძღვანელობით ირაკლი ვეკუამ ატაცში სამ ცდაზე 139, 144 და 147 კილოგრამები დააფიქსირა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა, აკვრაში კი 172, 174 და 187 კილოგრამების დაძლევით კვლავ ოქროს მედალს დაეუფლა. ახალგაზრდა ძალოსანმა პირველობა ორჭიდის ჯამშიც არავის დაუთმო და 334 კილოგრამით მესამე ოქროს მედალთან ერთად, ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

რაც შეეხება გივი დარსაველიძეს, ახალგაზრდა ძალოსანმა ატაცში სამიდან ორი ცდა გამოიყენა და 137 კილოგრამით მე-4 ადგილზე გავიდა. აკვრაში დარსაველიძემ თავი 160, 170 და 173 კილოგრამებს გაართვა, რითაც მე-2 ადგილი დაიკავა და ვერცხლის მედალს დაეუფლა, ორჭიდის ჯამში კი ასპარეზობა 310 კილოგრამით და მეორე ვერცხლით დაასრულა, საბოლოოდ კი ევროპის ვიცე-ჩემპიონობა იზეიმა. შესაბამისად, ტურნირის დასკვნით დღეს საქართველოს ჰიმნი ორი ქართველი სპორტსმენისთვის აჟღერდა.

შეგახსენებთ, რომ დღესვე, საქართველოს სახელით 3 ოქროს მედალი და ევროპის ჩემპიონის ტიტული საბა ადამიამ მოიპოვა, მიხეილ ახალაძემ კი ჩვენი დელეგაციის მონაგარს 1 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი შემატა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ეგოიანი - ოქროს ბიჭუნა ბიბლიით და ფეხბურთის ფანატიკური სიყვარულით
ეგოიანი - ოქროს ბიჭუნა ბიბლიით და ფეხბურთის ფანატიკური სიყვარულით