მიუნხენის ბაიერნი, ლუკა პარკაძე
Aa
Aa

მატჩები მან. სიტისთან და ლივერპულთან - პარკაძე ბაიერნის პირველი გუნდის შეკრებაზე

მიუნხენის „ბაიერნი“ ახალი სეზონისთვის მზადების ფარგლებში ამხანაგურ შეხვედრებს „მანჩესტერ სიტისთან“, იაპონურ „კავასაკი ფრონტალესთან“ და „ლივერპულთან“ გამართავს. ტომას ტუხელის გუნდთან ერთად შეკრებაზე ქართველი ფეხბურთელი ლუკა პარკაძე იქნება. შესაძლოა, მან აღნიშნულ ამხანაგურ შეხვედრებში ითამაშოს.

18 წლის პარკაძე ალფონსო დევისთან, კინგსლი კომანთან, სერჟ განბრისთან, ჯოშუა კიმიხთან, ტომას მიულერთან და „ბაიერნის“ სხვა ცნობილ ფეხბურთელებთან ერთად ვარჯიშით დიდ გამოცდილებას შეიძენს.

ლუკა ბავარიულ კლუბში 33-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

26 ივლისი, ბაიერნი - მანჩესტერ სიტი

29 ივლისი, კავასაკი ფრონტალე - ბაიერნი

2 აგვისტო, ლივერპული - ბაიერნი

ცნობილია რომ „ბაიერნი“ პარკაძე 19-წლამდე გუნდში ან მეორე გუნდში სათამაშოდ არ განიხილავს. ასე რომ რეალურია დროებით სხვა კლუბში გაანათხოვროს.

2022 წლის აგვისტოში თბილისის „დინამომ“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ 2023 წლის ზაფხულში ქართველი ტალანტი „ბაიერნის“ ფეხბურთელი გახდებოდა. ლუკას „ბაიერნთან“ 5-წლიანი კონტრაქტი აკავშირებს, რომელიც ძალაში მიმდინარე ზაფხულში შევიდა.

2022 წლის ოქტომბერში მიუნხენის „ბაიერნის“ საფეხბურთო აკადემიის მენეჯერმა იოხენ ზაუერმა ლუკა პარკაძეზე ისაუბრა:

„ლუკას დიდი ხანია ვიცნობთ და ჩვენი სკაუტები მას თვალს ადევნებდნენ. ამასთან, მან ბაიერნის კამპუსში გავლილ სინჯებზე, შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა. სწორედ ამიტომ, მოხარული ვართ, რომ მისი გაფორმება მოვახერხეთ და დინამო თბილისსა და ლუკას აგენტს, გურამ კაჭახიძეს მადლობას ვუხდით“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები