ჯაბა ტყეშელაშვილი
Aa
Aa

2 ოქროს და 1 ვერცხლის მედალი - ჯაბა ტყეშელაშვილი ევროპის ჩემპიონია

ჯაბა ტყეშელაშვილი ევროპის ჩემპიონია. ქართველმა ძალოსანმა 1 ვერცხლისა და 2 ოქროს მედალი  მოიპოვა. მოლდოვაში მიმდინარე ჭაბუკ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე 15 წლამდელთა (96 კგ.) შორის ჯაბა ტყეშელაშვილმა თავის სადებიუტო გამოსვლაში წარმატებას მიაღწია. 

ძალოსანმა მთავარი მწვრთნელის, ზურაბ ანთაურის ხელმძღვანელობით ატაცში 109 / 113 / 116 კგ დაძლია და ვერცხლის მედალს დაეუფლა. ტყეშელაშვილმა  აკვრაში თავი 137 /  144 / 147 კილოგრამს გაართვა და ოქროს მედალს დაეუფლა.

ორჭიდში მოგროვილი 263 კილოგრამით კი კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე დადგა.

აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე ტურნირზე 73 კგ-ში ოქროს მედალი გოგა ჯაჯვანმა მოიპოვა. ასევე ოქროს მფლობელები გახდნენ ჯუმბერ ბეკოშვილი და დიმიტრი აბრალავა.

აღნიშნულ შეჯიბრზე საქართველოს სახელით კიდევ ერთმა სპორტსმენმა, ნიკა ჯიქიამ (81 კგ) იასპარეზა, მან თავის სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე 3 ვერცხლის მედალი მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები