7-კაცა მორაგბეთა ნაკრები
Aa
Aa

7-კაცა რაგბი: საქართველო იტალიასთან დამარცხდა

გერმანიის ქალაქ ჰამბურგში საქართველოს 7-კაცა რაგბის ნაკრებმა, რაგბი ევროპის ჩემპიონატის მე-2 ეტაპის მეორე შეხვედრა გამართა და იტალიის წინააღმდეგ 17:21 დამარცხდა.

პირველი შეხვედრა 7-კაცამ 7 ივლისს რუმინეთთან გამართა და ფრედ 19:19 ითამაშა.

ქართველი მორაგბეები იტალიასთან მატჩს თავდაპირველად იგებდნენ და გიორგი ჯობავას ლელოთი დაწინაურდნენ, თუმცა იტალიელებმა ტაიმის სათავისოდ დასრულება შეძლეს და ორი ლელოთი გვიპასუხეს. შესვენებაზე 14:5-ით გავიდნენ.

მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრები ჯობავასა და ჭუაძის ლელოებით თამაშში დაბრუნდა, თუმცა შეხვედრის გადასარჩენად ეს საკმაირის არ გამოდგა.

აქვე გეტყვით, რომ ჩვენ ჯგუფში მეორე შეხვედრა გაიმართა. პორტუგალიამ რუმინეთი 26:5 დაამარცხა. საქართველოს ნაკრები ჯგუფის ბოლო შეხვედრას პორტუგალიის ნაკრების წინააღმდეგ დღეს გამართავს. მატჩი 17:35 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„უელსი მებრძოლი და შეკრული გუნდია“ | უმცროსი ბორჯღალოსნების შემადგენლობა
„უელსი მებრძოლი და შეკრული გუნდია“ | უმცროსი ბორჯღალოსნების შემადგენლობა