კაზემირო
Aa
Aa

კაზემირო: იუნაიტედი კუთვნილ ადგილას უნდა დავაბრუნო

კაზემირომ 2022 წელს მადრიდის „რეალიდან" „მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლაზე ისაუბრა.

„პირველად ვესაუბრე ოჯახს და ისინი მაშინვე დამთანხმდნენ. მე მქონდა შანსი დამეტოვებინა ტოპ-კლუბი კარიერის პიკზე და იმ ასაკში, როდესაც ჯერ კიდევ საამისოდ მაქვს საკმარისი ნებისყოფა. 2-3 წელიწადში უკვე რეალს აღარ დავტოვებდი და რომელიმე სხვა დიდ კლუბში აღარ გადავიდოდი. ამის გასაკეთებლად ახლა საუკეთესო მომენტი იყო.

თავისი როლი პრემიერ ლიგაში თამაშის სურვილმაც ითამაშა. და რაც მთავარია, მიხარია, რომ ის არის ზუსტად ისეთი, როგორიც მე წარმომედგინა. აქ უბრალო მატჩები არ არის: როცა ლიდერი ბოლო გუნდთან თამაშობს, ჯერ კიდევ გაურკვეველია ვინ მოიგებს. თუ მხოლოდ 90%-ს თამაშობ და მეტს არა, მარცხი გარანტირებული გაქვს.

ჩემი კარიერის მიზანია ბრაზილიასთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატი მოვიგო და მანჩესტერ იუნაიტედი კუთვნილ დონეზე დავაბრუნო“.

- განაცხადა კაზემირომ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მომატება შეუძლია“ | კანავარომ კვარაზე და რუდი გარსიას ნაპოლიზე ისაუბრა
„მომატება შეუძლია“ | კანავარომ კვარაზე და რუდი გარსიას ნაპოლიზე ისაუბრა