ჯექსონ მარტინესი „ატლეტიკოს“ ფეხბურთელია
Aa
Aa

ჯექსონ მარტინესი „ატლეტიკოს“ ფეხბურთელია

„პორტუს“ კოლუმბიელი თავდამსხმელი ჯექსონ მარტინესი, მომავალი სეზონიდან მადრიდის „ატლეტიკოს“ მაისურით იასპარეზებს. აღნიშნული ინფორმაცია უკვე ორივე მხარემ დაადასტურა. „როხიბლანკომ“ პორტუგალიურ კლუბს, კოლუმბიელი ფორვარდის სანაცვლოდ 35 მილიონი ევრო გადაურიცხა. მარტინესი მადრიდულ გუნდში მარიო მანჯუკიჩს ჩაანაცვლებს, რომელიც რამდენიმე კვირის წინ, ტურინის “იუვენტუსს” შეუერთდა.

ფეხბურთელით, მადრიდის „ატლეტიკოს“ გარდა, „მილანი“ და ლონდონის „არსენალიც“ ინტერესდებოდა, თუმცა მარტინესმა არჩევანი დიეგო სიმეონეს გუნდის სასარგებლოდ გააკეთა. “პორტუს” რიგებში კოლუმბიელმა თავდამსხმელმა 136 თამაში ჩაატარა და მეტოქეთა კარში 92 გოლი გაიტანა. იგი ზედიზედ სამი სეზონის განმავლობაში პორტუგალიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები