ხვიჩა კვარაცხელია, ენრიკო ფედელე, ჟერვინიო
Aa
Aa

ფედელე: „ხვიჩა თუ ჟერვინიო? კვარაცხელიას უფრო დიდი ნიჭი აქვს“

იტალიური „პარმას“ ყოფილი სპორტული დირექტორი და ამჟამად ცნობილი სატელევიზიო წამყვანი, ენრიკო ფედელე ნეაპოლური რადიო „მარტეს“ ეთერში რუდი გარსიაზე საუბრობს და აფიქსირებს მოსაზრებას, თუ როგორ ითამაშებს მომავალ სეზონში ფრანგი სპეციალისტის მიერ გაწვრთნილი „ნაპოლი“.

ფაბიო და პაოლო კანავაროს ყოფილმა აგენტმა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის ცნობილ კოტ’დიუვარელ ფეხბურთელზე, ჟერვინიოზე ნიჭიერია.

რას ამბობს ფედელე:

ათამაშებს თუ არა გარსია რასპადორი-ოსიმენი-კვარაცხელიას ტრიოს? აბსოლუტურად არა. რასპადორი ტიპური თავდამსხმელია, რომელიც პერიოდულად სხვა პოზიციებსაც ითავსებს, თუმცა, ამ შემთხვევაში უფრო მეტად უნდა მოუწიოს ადაპტირება, რაც რეალურად, მისი მახასიათებლები არ არის.

დაცვის წინ ანგისა-ლობოტკას წყვილი? გარსია ამას არასდროს გააკეთებს, მას სამკაციანი ნახევარდაცვის ხაზი ურჩევნია: ერთი ჩამშლელი და ორი ტექნიკურად ძლიერი ნახევარმცველი. ჟერვინიოს და კვარაცხელიას მსგავსება? შესაძლოა, ჟერვინიო უფრო სწრაფი იყო, მაგრამ კვარაცხელიას უფრო დიდი ნიჭი აქვს.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ ახალი სეზონისთვის მზადებას 12 ივლისიდან დაიწყებს. სწორედ ამ დღეს შეიკრიბება გუნდი „კასტელ ვოლტურნოში“. 13 ივლისს ფეხბურთელების სამედიცინო შემოწმებები გაიმართება, 14 ივლისიდან კი საწვრთნელი შეკრებები არის დაგეგმილი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პორტუგალიური მედია: “საქართველომ შეზღუდული ნიჭით შოკი გამოიწვია“
პორტუგალიური მედია: “საქართველომ შეზღუდული ნიჭით შოკი გამოიწვია“