კრიშტიანუ რონალდუ, რობერტო მარტინესი, პორტუგალიის ფეხბურთელთა ნაკრები
Aa
Aa

რობერტო მარტინესი: „რონალდუ უნიკალური ფეხბურთელია“

პორტუგალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მარტინესმა ბოსნია და ჰერცეგოვინას ნაკრებთან გამარჯვების შემდეგ გუნდის ლიდერზე და კაპიტანზე, კრიშტიანუ რონალდუზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მას ნაკრებში დიდი როლი აქვს.

რას ამბობს რობერტო მარტინესი:

რონალდუ სამაგალითო ერთგულებას ავლენს ეროვნული ნაკრების მიმართ. ძალიან ადვილია კამათი, ან იმის თქმა, რომ ის არ არის საუკეთესო ფორმაში, მაგრამ კრიშტიანუ, როგორც კაპიტანი არის მაგალითი იმისა, თუ რატომ უნდა იყოს ის ეროვნულ ნაკრებში.

ის უნიკალური მოთამაშეა მსოფლიო ფეხბურთში, რომელმაც სანაკრებო დონეზე 199 მატჩი ჩაატარა. ეს ფაქტორი გასახდელისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ვფიქრობ, მისი დამოკიდებულება სრულყოფილია: ის მუდმივად შრომობს და ბურთის გარეშეც კი დასახულ გეგმას მიჰყვება. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ თუნდაც დიეგუ ჟოტაზე გაკეთებული პასი იყო იმის მაგალითი, რომ გუნდისთვის მხოლოდ საუკეთესო უნდა.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიის ნაკრებმა ბოსნია და ჰერცეგოვინას ნაკრებს 3:0 მოუგო, რონალდუმ კი მატჩის ბოლომდე შეუცვლელად ითამაშა, თუმცა შედეგიანი მოქმედება არ ჰქონია. საგულისხმოა, რომ პორტუგალიური ფეხბურთის ლეგენდამ ამ მატჩში ბუქმეიკერების ვერსიით პორტუგალიის ნაკრებში ყველაზე დაბალი შეფასება დაიმსახურა (6.8).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვიპროსული მედია: “კვიპროსი საქართველოსთან დაიტანჯა“
კვიპროსული მედია: “კვიპროსი საქართველოსთან დაიტანჯა“