თემურ ქეცბაია, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები, კვიპროსის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები
Aa
Aa

ქეცბაია:“ფრეს ვიმსახურებდით, საქართველოს ნაკრებს დიდი მომავალი აქვს“

ევრო 2024-ის შესარჩევ ციკლში საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან მატჩის შემდეგ კვიპროსის ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ ლარნაკას AEK არენაზე პრესკონფერენცია გამართა.

თემურ ქეცბაია: „ორივე გუნდის მხრიდან კარგი თამაში იყო. მომენტებიც იყო და ვფიქრობ რომ ფრე უფრო კარგი შედეგი იქნებოდა. დღეს წაგებას არ ვიმსახურებდით. საქართველოს ნაკრებში სკამზეც ისეთი ფეხბურთელები არიან, რომლებსაც თამაშის ბედის შემოტრიალება შეუძლიათ. ბევრი ფეხბურთელი დაგვაკლდა და მეტს ვერ მოვთხოვდი ჩემი გუნდის ფეხბურთელებს. მიუხედავად ამისა, დღეს კარგად ითამაშეს და მათი თამაშით კმაყოფილი ვარ. ქართველ ფეხბურთელებს კარგად ვიცნობ, ჩემთვის მათი თამაში მოულოდნელი არ ყოფილა. მიხარია რომ ძალიან ბევრ ქართველ ფეხბურთელს დიდი მომავალი აქვს. სანიოლის ცვლილებებმა მატჩის ბედი გადაწყვიტეს და ეს ამ ნაკრების პლუსია. გული მწყდება საქართველოდან უფრო მეტი გულშემატკივარი იყო და ამით ნათლად გამოჩნდა,რომ კვიპროსში ნაკრები არ აინტერესებთ.“

 კვიპროსი-საქართველოს მატჩში ანგარიში 31-ე წუთზე გიორგი მიქაუტაძემ გახსნა. მე-40 წუთზე იოანის პიტასმა პენალტის ნიშნულიდან ანგარიში გაათანაბრა. გამარჯვების გოლი ცვლილებაზე გამოსულმა ზურიკო დავითაშვილმა 84-ე წუთზე გაიტანა - 2:1.

შეგახსენებთ, მიმდინარე შესარჩევ ციკლში კვიპროსის ნაკრებმა პირველი მატჩი შოტლანდიასთან სტუმრად დათმო (3:0), საქართველოს ნაკრებმა პირველ მატჩში შინ ნორვეგიასთან ფრედ ითამაშა (1:1).

თემურ ქეცბაიას გუნდი მესამე მატჩს ნორვეგიასთან სტუმრად 20 ივნისს გამართავს. ამავე დღეს, საქართველოს ნაკრები „ჰემპდენ პარკზე“ შოტლანდიას დაუპირისპირდება.

დავით სხირტლაძე ლარნაკადან სპეციალურად კრისტალსპორტისთვის

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მძიმე მატჩი - საქართველომ კვიპროსს მოუგო და მეორე ადგილზე გადავიდა
მძიმე მატჩი - საქართველომ კვიპროსს მოუგო და მეორე ადგილზე გადავიდა