კიმ მინ-ჯე
Aa
Aa

კონტრაქტი თითქმის შეთანხმებულია | ბაიერნი კიმის შეძენასთან ერთ ნაბიჯშია

„ნაპოლის“ ცენტრალურ მცველს, კიმ მინ-ჯეს ბევრი მსურველი ჰყავს. ბოლო პერიოდში ორი ფავორიტი გამოიკვეთა და სამხრეთ კორეელის საკუთარ რიგებში ხილვით „ბაიერნი“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“ იყვნენ დაინტერესებული. როგორც ცნობილი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო წერს, „რეკორდმაისტერი“ მიზნის მიღწევასთან ერთ ნაბიჯშია.

რომანოს ცნობით, „ბაიერნის“ ხელმძღვანელები და ფეხბურთელის წარმომადგენლები პირადი კონტრაქტის შეთანხმებასთან ძალიან ახლოს არიან. მხარეებს შორის პოზიტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ხელშეკრულება სავარაუდოდ 2028 წლის ზაფხულამდე იქნება გათვლილი.

„რეკორდმაისტერმა“ კიმის აგენტს შეატყობინა, რომ გამოსასყიდი თანხის გადახდას ივლისში აპირებს. გერმანულმა გრანდმა „პარტენოპეის“ მცველს საკუთარი საფეხბურთო პროექტიც წარუდგინა და დიდი შანსია, „ბაიერნმა“ „მანჩესტერს“ აჯობოს, რომელსაც „ნაპოლისთვის“ ახალი წინადადებით ჯერ არ მიუმართავს.

შეგახსენებთ, რომ კიმ მინ-ჯე „ნაპოლის“ გასული სეზონის დასაწყისში შეუერთდა და პირველივე სეზონში დაცვის ხაზის ლიდერად ჩამოყალიბდა და სკუდეტოს მოგებაც შეძლო. მიუნხენელებს მის სანაცვლოდ 60 მილიონი ევროს გადახდა მოუწევთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სანიოლი: „ითამაშებს თუ არა ჩაკვეტაძე? 25 მოთამაშე მყავს და ყველასი მჯერა“
სანიოლი: „ითამაშებს თუ არა ჩაკვეტაძე? 25 მოთამაშე მყავს და ყველასი მჯერა“