ბაიერნი, ჰერბერტ ჰაინერი
Aa
Aa

ოსიმენი, კოლო მუანი, კეინი - ბაიერნმა 100 მილიონი გამოყო

მიუნხენის „ბაიერნი“ თავდამსხმელის ძიებაშია და როგორც ჩანს ფინანსები პრობლემა არ არის. გერმანული მედიის ინფორმაციით, „რეკორდმაისტერი“ ცენტრ ფორვარდის საყიდლად 100 მილიონი ევროს დახარჯვას გეგმავს.

საუბარი რანდალ კოლო მუანზე, ვიქტორ ოსიმენზე და ჰარი კეინზე მიმდინარეობს. კეინის შემთხვევაში სიტუაცია საკმაოდ რთულია, რადგან ინგლისელი თავდამსხმელისთვის მადრიდის „რეალი“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“ იბრძვიან. ამ საკითხთან დაკავშირებით, „ბაიერნის“ პრეზიდენტმა ჰერბერტ ჰაინერმა ისაუბრა.

ჰაინერი:

„ამ მომენტისთვის ბაზარზე ბევრი კარგი თავდამსხმელი არ არის. ჩვენ რამდენიმე ფეხბურთელს ვაკვირდებით და გადაწყვეტილება ნაჩქარევად არ უნდა მივიღოთ. ჩვენი ობიექტები კეინი, კოლო მუანი, ოსიმენი და ვლაჰოვიჩი არიან. დარწმუნებული ვარ, კარგ გამოსავალს ვიპოვით.

„ბაიერნს“ 100 მილიონი ევროს დახარჯვა შეუძლია, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ. ყველაფერი კარგად უნდა შევაფასოთ და ნაჩქარევი გადაწყვეტილება არ უნდა მივიღოთ. ორი აზრი არ არსებობს, რომ ცენტრალური თავდამსხმელი გვჭირდება.“

შეგახსენებთ, რომ გასული სეზონის დაწყების წინ, „ბაიერნი“ ლევანდოვსკიმ დატოვა. მის სანაცვლოდ „რეკორდმაისტერმა“ სადიო მანე შეიძინა, მაგრამ ცენტრალური თავდამსხმელის პოზიცაიზე არ გაამართლა. მეტიც, სენეგალელი მიუნხენურ გრანდს საერთოდ ვერ შეეწყო და „რეკორდმაისტერს“ მისი გაყიდვა სურს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კლუბმა ყველაფერი 2022 წლის ივლისიდან იცოდა“ - მბაპეს განმარტება
„კლუბმა ყველაფერი 2022 წლის ივლისიდან იცოდა“ - მბაპეს განმარტება