კილიან მბაპე
Aa
Aa

მბაპემ პარი სენ-ჟერმენის დატოვება კონტრაქტის გაფორმებიდან 2 თვის შემდეგ გადაწყვიტა

საფეხბურთო სამყაროს მთავარი სასაუბრო თემა კილიან მბაპეს მომავალია. „პარი სენ-ჟერმენის“ სუპერვარსკვლავს კლუბის დატოვება სურს და პარიზული გრანდის ხელმძღვანელებს ოფიციალური წერილით უკვე შეატყობინა, რომ კონტრაქტში ჩადებული პუნქტის ამოქმედებას არ აპირებს.

მბაპეს „პარი სენ-ჟერმენთან“ ხელშეკრულება 2024 წლის ივნისამდე აკავშირებს და კონტრაქტის მიხედვით, მისი 1 სეზონით გახანგრძლივება შეეძლო. კილიანმა ამაზე უარი თქვა და კლუბს სამომავლო გეგმების შესახებ წერილი გაუგზავნა, ახლახან კი ამ წერილთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა.

როგორც ბრიტანული Times-ი წერს, ზემოთ ხსენებული წერილი გასული წლის ივლისით თარიღდება. ეს ნიშნავს, რომ მბაპემ ხელშეკრულებაში ჩადებული პუნქტის ამოქმედებაზე უარი კლუბთან კონტრაქტის გაფორმებიდან დაახლოებით 2 თვის შემდეგ თქვა.

ცნობისთვის, შარშან, მბაპე ახლოს იყო მადრიდის „რეალში“ გადასვლასთან, თუმცა გარიგება ბოლო წუთებში ჩაიშალა. კილიანის გადაწყვეტილების გამო, „პარი სენ-ჟერმენმა“ იგი ტრანსფერზე დააყენა და მისით „სამეფო კლუბი“, „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „ჩელსი“ ინტერესდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ახალი მსურველი გამოუჩნდა | მამარდაშვილი იტალიური გრანდის რადარზე
ახალი მსურველი გამოუჩნდა | მამარდაშვილი იტალიური გრანდის რადარზე