მადრიდის რეალი, კილიან მბაპე
Aa
Aa

პსჟ-მ მბაპე ტრანსფერზე დააყენა - რეალი გააქტიურდა

პსჟ-მ გუნდის ლიდერი, კილიან მბაპე ტრანსფერზე დააყენა. ინფორმაციას რამდენიმე ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა ავრცელებს.

გაზეთ L’Equipe-ს ცნობით, ამის მიზეზი თავად კილიან მბაპეს გადაწყვეტილება გახდა, რომლის მიხედვითაც ფეხბურთელმა კლუბის წარმომადგენლებს ოფიციალური წერილით აცნობა, რომ კონტრაქტს აღარ გაახანგრძლივებს.

იმის გამო, რომ 24 წლის ფრანგს პსჟ-სთან მოქმედი კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულში ეწურება, კლუბისთვის ხელსაყრელი იქნება, რომ ის 2023 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე გაყიდოს, სხვა შემთხვევაში კი მომავალ წელს მბაპე გუნდს უფასოდ, თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

ცნობისთვის, გასულ წელს მბაპე ახლოს იყო მადრიდის „რეალში“ გადასვლასთან, თუმცა ფეხბურთელმა ბოლო წუთს უარი თქვა „სამეფო კლუბის“ შეთავაზებაზე და პსჟ-სთან კონტრაქტი 2024 წლამდე გაახანგრძლივა. ახლა კი ფრანგულ მედიაში იწერება, რომ პარიზული კლუბი ყველაფერს გააკეთებს, რათა 24 წლის შემტევი მადრიდულ გუნდში არ გაუშვას და ის რომელიმე სხვა კლუბში გაყიდოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნეიმარი: “ვიცოდი, რომ მესი ბარსაში არ დაბრუნდებოდა“
ნეიმარი: “ვიცოდი, რომ მესი ბარსაში არ დაბრუნდებოდა“