მერაბ დვალიშვილი, ჰენრი სეხუდო
Aa
Aa

სეხუდო მერაბს: „შემდეგ ჯერზე თმა კვერცხებზე გადაინერგე, რომ მეჩხუბო“

UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი კატეგორიის ერთ-ერთმა გამორჩეულმა მებრძოლმა, ჰენრი სეხუდომ მერაბ დვალიშვილი საბრძოლველად კიდევ ერთხელ გამოიწვია.

მექსიკელმა „მანქანას“ ამჯერად სოციალური ქსელ „ინსტაგრამით“ მიმართა, რომელსაც თან დაუდო ფოტოები, სადაც მერაბ დვალიშვილი სტამბოლში თმას ინერგავს.

სეხუდო წერს:

იქნებ, შემდეგ ჯერზე თმა შენს კვერცხებზე გადაინერგო და თან ისე, რომ ჩემთან ბრძოლა შეძლო.

View this post on Instagram

A post shared by Henry Cejudo (@henry_cejudo)

მექსიკელის მიმართვის შემდეგ, მერაბ დვალიშვილის პასუხმაც არ დააყოვნა და „მანქანამ“ პოსტის კომენტარებში სეხუდოს ასეთი რამ დაუწერა:

„ჰაჰა, კარგი! წავედით... ოღონდ ჯერ ჩემს ცალ ხელს დავიბრუნებ იმისთვის, რომ გავთანაბრდეთ“.

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილმა ბოლოს 2023 წლის მარტში რუს პიოტრ იანის წინააღმდეგ იბრძოლა და მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა. ჰენრი სეხუდო კი დვალიშვილის უახლოეს მეგობარ ალჯამეინ სტერლინგთან საჩემპიონო ორთაბრძოლაში დამარცხდა. რამდენიმე კვირის წინ, ქართველმა მებრძოლმა ხელზე ოპერაცია გაიკეთა, რის გამოც ოქტაგონზე დაბრუნებას სავარაუდოდ სექტემბრამდე ვერ შეძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
თოფურია ემეტზე: „ჩხუბზე ბევრი არაფერი იცის, პირველ რაუნდში დავაფინიშებ“
თოფურია ემეტზე: „ჩხუბზე ბევრი არაფერი იცის, პირველ რაუნდში დავაფინიშებ“