საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები
Aa
Aa

მზადება გრძელდება - საქართველოს ნაკრებმა დინამოს ბაზაზე ივარჯიშა

საქართველოს ნაკრები კვიპროსთან და შოტლანდიასთან მატჩებისთვის მზადებას სრული შემადგენლობით განაგრძობს.

12 ივნისს, ჩვენმა გუნდმა კვლავ დინამო თბილისის ბაზაზე ივარჯიშა, სადაც შეკრების დაწყებიდან ემზადება ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის უახლოესი მატჩებისთვის. საწვრთნელ პროცესში 25 ფეხბურთელი მონაწილეობდა.

საქართველოს ნაკრები თბილისში 15 ივნისამდე მოემზადება, კვიპროსთან მატჩამდე ორი დღით ადრე კი, ჩვენი გუნდი ლარნაკაში გაემგზავრება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ივნისის მატჩებისთვის:

მეკარე: გიორგი ლორია („ანორთოსისი“, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი), ლუკა გუგეშაშვილი („ყარაბაღი“, აზერბაიჯანი)

დაცვა: გურამ კაშია („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), სოლომონ კვერკველია („ნეფთჩი“, ბაქო, აზერბაიჯანი), ოთარ კაკაბაძე („კრაკოვია“, კრაკოვი, პოლონეთი), ლუკა ლოჩოშვილი („კრემონეზე“, კრემონა, იტალია), გიორგი გველესიანი („პერსეპოლისი“, თეირანი, ირანი), ლაშა დვალი („აპოელი“, ნიქოზია, კვიპროსი), ჯიმი ტაბიძე („დინამო“, თბილისი, საქართველო), ირაკლი აზაროვი („ცრვენა ზვეზდა“, ბელგრადი, სერბეთი), გიორგი გოჩოლეიშვილი („შახტარი“, დონეცკი, უკრაინა)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ნიკა კვეკვესკირი („ლეხი“, პოზნანი, პოლონეთი) ოთარ კიტეიშვილი („შტურმი“, გრაცი, ავსტრია), ვლადიმერ მამუჩაშვილი („დინამო“, ბათუმი, საქართველო), სანდრო ალთუნაშვილი („დინამო“, ბათუმი, საქართველო), ლევან შენგელია („პანეთოლიკოსი“, აგრინიო, საბერძნეთი), ლუკა გაგნიძე („დინამო“, მოსკოვი, რუსეთი), საბა ლობჟანიძე („კარაგუმრუკი“, სტამბოლი, თურქეთი), გიორგი ჩაკვეტაძე („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ზურიკო დავითაშვილი („ბორდო“, საფრანგეთი), გიორგი მიქაუტაძე („მეცი“, საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“, ნეაპოლი, იტალია), ბუდუ ზივზივაძე („კარლსრუე“, გერმანია), გიორგი ქვილითაია („აპოელი“, ნიქოზია, კვიპროსი).

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ორივე შეხვედრას სტუმრად გამართავს. ვილი სანიოლის გუნდი ჯერ 17 ივნისს, კვიპროსის ნაკრებს დაუპირისპირდება, 20 ივნისს კი შოტლანდიის ნაკრებს შეხვდება. ორივე მატჩი საქართველოს დროით 22:45 საათზე გაიმართება.

ფოტოები: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მიქაუტაძე შეუერთდა - საქართველოს ნაკრები სრული შემადგენლობით ივარჯიშებს
მიქაუტაძე შეუერთდა - საქართველოს ნაკრები სრული შემადგენლობით ივარჯიშებს