ფრენკი დე იონგი
Aa
Aa

ფრენკი დე იონგი: „სამწუხაროა, მესი ბარსაში რომ ვერ დაბრუნდა“

„ბარსელონას“ ფეხბურთელმა, ფრენკი დე იონგმა სამომავლო გეგმებზე და ლიონელ მესიზე ისაუბრა. ნიდერლანდელმა ნახევარმცველმა წუხილი გამოთქვა, „ლა პულგა“ „სპოტიფაი კამპ ნოუზე“ რომ ვერ დაბრუნდა და განაცხადა, რომ „ბლაუგრანაში“ თავს კარგად გრძნობს.

„ვფიქრობ, ყველა კლუბის სურვილი იქნებოდა, რომ ლეოს მათ რიგებში თამაშა, რადგან მესის მატჩის ბედის გადაწყვეტა ნებისმიერი გუნდის მაისურით შეუძლია. სამწუხაროა, ბარსელონაში რომ ვერ დაბრუნდა და ძალიან გამიხარდებოდა, ეს რომ მომხდარიყო.

ჩემს მომავალს რაც შეეხება, როგორც ყოველთვის, ბარსელონაში თავს კარგად ვგრძნობ. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართა, მომდევნო სეზონშიც ამ გუნდის ღირსებას დავიცავ. ფეხბურთში 100 პროცენტით ვერაფერს იტყვი, მაგრამ ვვარაუდობ, რომ გაისად ბარსელონაში ვიასპარეზებ“.

შეგახსენებთ, რომ დე იონგი ჩავის ფორმაციის „ბლაუგრანას“ ერთ-ერთი ლიდერია. გასულ სეზონში, ყველა ტურნირის ეგიდით მან მონაწილეობა 43 შეხვედრაში მიიღო და მის ანგარიშზე 2 გოლი და 4 შედეგიანი გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სოუზამ წინადადება მიიღო | ნაპოლის ჩაბარებასთან ერთ ნაბიჯშია
სოუზამ წინადადება მიიღო | ნაპოლის ჩაბარებასთან ერთ ნაბიჯშია