ვაკო ყაზაიშვილი
Aa
Aa

ყაზაიშვილის დუბლი და საგოლე გადაცემა - ვაკო კორეაში ბრწყინავს

ვაკო ყაზაიშვილი სამხრეთ კორეის ჩემპიონატში წარმატებით ასპარეზობას განაგრძობს. ამჯერად „უსლან ჰიუნდაის“ ქართველმა ლეგიონერმა „ჩეჯუ იუნაიტედის“ წინააღმდეგ მოგებულ (5:1) შეხვედრაში დუბლი შეასრულა და ერთი საგოლე გადაცემაც გააკეთა.

K-ლიგის მე-18 ტურის შეხვედრაში ვაკომ 32-ე წუთზე პენალტის ნიშნულიდან ანგარიში გახსნა. 71-ე წუთზე გუნდელს გაატანინა და ანგარიში 4:0 გახდა. 91-ე წუთზე კი შეხვედრას წერტილი დაუსვა და მე-5 გოლის ავტორი გახდა.

ვაკომ K-ლიგის ამ სეზონში 17 მატჩი ჩაატარა და 8 გოლის გატანა მოახერხა. ყაზაიშვილი ისევე როგორც სხვა მატჩებში, დღესაც სასტარტო შემადგენლობაში იმყოფებოდა.

„უსლან ჰიუნდაი“ 18 ტურის შემდეგ, 44 ქულით ერთპიროვნული ლიდერია და უახლოეს მდევარ „პოჰანგს“ 14 ქულით უსწრებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მბაპეს ახალ მეწყვილეს ეძებენ - პსჟ ოსიმენის შეძენას გეგმავს
მბაპეს ახალ მეწყვილეს ეძებენ - პსჟ ოსიმენის შეძენას გეგმავს