ხვიჩა კვარაცხელია, ერლინგ ჰოლანდი, ლაუტარო მარტინესი, ვინისიუს ჟუნიორი, როდრიგო გოეში, რაფაელ ლეაუ
Aa
Aa

ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელები | რომელ ადგილზეა CIES-ის სიაში კვარა?

CIES საფეხბურთო ობსერვატორიამ მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა. სიის შედგენისას რამდენიმე პარამეტრი იქნა გამოყენებული, ყველაზე დიდი მნიშვნელობა კი მოთაშეთა ასაკსა და იმ წლების რაოდენობას მიენიჭა, რომლებიც ფეხბურთელებს კონტრაქტის მიხედვით, თავიანთ კლუბებში დარჩათ გასატარებელი.

„ნაპოლის“ ქართველი ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია 25-ე ადგილზე იმყოფება და მისი ღირებულება 87.6 მილიონი ევროა. სერია A-დან, „კვარაზე“ წინ ლაუტარო მარტინესი (100.7 მილიონი) და რაფაელ ლეაუ (113.2 მილიონი) იმყოფებიან.

პირველ ადგილს „მანჩესტერ სიტის“ სუპერვარსკვლავი, ერლინგ ჰოლანდი იკავებს - 245.1 მილიონი, მეორე ვინისიუს ჟუნიორია - 196.3 მილიონი, მესამე ადგილზე ბუკაიო საკას ვხედავთ - 195.8 მილიონი, მეოთხეზე - ჯუდ ბელინგემს (190.2 მილიონი), ხუთეულს კი როდრიგო გოეში ასრულებს (184.5 მილიონი).

შეგახსენებთ, რომ სამენეჯერო სააგენტოზე, Transfermarkt-ზე კვარაცხელიას თითქმის იგივენაირი ფასი აქვს. განსხვავება მხოლოდ 2.6 მილიონია და გერმანული სააგენტოს მიხედვით, ხვიჩა 85 მილიონი ევრო ღირს. პირველადგილოსან ჰოლანდს რაც შეეხება, Transfermarkt-ზე მისი ღირებულება 170 მილიონი ევროა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„თანაგუნდელების დასახმარებლად ყოველთვის მზადაა“ - იტალიურ პრესაში ლოჩოს აქებენ
„თანაგუნდელების დასახმარებლად ყოველთვის მზადაა“ - იტალიურ პრესაში ლოჩოს აქებენ